07:35 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-23 21:08:43, 609 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - ეს ყველაფერი უნდა იყოს ბიძგი, რომ ვკონსოლიდირდეთ, შევქმნათ ერთიანი ფრონტი

ეს ყველაფერი უნდა იყოს ბიძგი დემოკრატიული სპექტრისთვის, რომ ვკონსოლიდირდეთ, შევქმნათ ერთიანი ფრონტი, რომლის შექმნის პირობებშიც მყისიერად შეიცვლება რეჟიმი, -ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბოკუჩავას განცხადებით, მისი თქმით, დემოკრატიული სპექტრი ახლა უნდა გამოფხიზლდეს და გაერთიანდეს.

“ივანიშვილის რეპრესიები წინსწრებად იყო დაანონსებული და ამიტომ ეს გასაკვირი არავისთვის არ არის, მაგრამ უნდა იყოს მაინც დიდი გამოფხიზლების მომენტი სრულიად დემოკრატიული სპექტრისთვის იმისთვის, რომ ჩვენ ვკონსოლიდირდეთ და შევქმნათ ერთიანი ფრონტი, რომლის შექმნის პირობებშიც ძალიან მყისიერად შეიცვლება რეჟიმი. ეს არის ის გამოსავალი, რომელზეც “ნაციონალური მოძრაობა” დიდი ხანია საუბრობს და ეს არის ის გამოსავალი, რომელზეც დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიული ძალები ძალიან მალე შევთანხმდებით, ასე რომ ვერცერთი დაჭერით, ვერცერთი დაკავებით, ამგვარი უსამართლობით ივანიშვილი ვერცერთ ლიდერს, კოალიციას თუ პარტიას, საზოგადოებას ვეღარ შეაშინებს, ეს მისთვის არის პირიქით კონტრპროდუქტიული და მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ბიძგი იმ დიდი კონსოლიდაციისთვის, რომელიც გამარჯვებისთვის გვჭირდება”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics