07:36 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-23 20:46:26, 712 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - აღნიშნული პირები არ გამოცხადნენ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე და დაისაჯნენ

დანაშაული ჩაიდინა ადამიანმა და მიესაჯა შესაბამისი სასჯელი, პოლიტიკურია პატიმრობა, როცა პოლიტიკური მიზნებით იჭერენ ადამიანს, ასე მარტივი არც ერთი საქმე არ ყოფილა. არ გამოცხადდება, ისჯება კანონით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პირები არ გამოცხადნენ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე და დაისაჯნენ.

„სად არის პოლიტიკა? თუ ვინმეს უნდა თავის შეფარება ციხისთვის, რადგან მეტი არაფერის იმედი აქვთ, არც არჩევნებში ღირსეული მონაწილეობის, არც შედეგის მიღწევის და ა.შ. ეს მათი საქმეა. ეს იგივეა, წავიდე, ვიღაცას თავში ჩავარტყა სპეციალურად, რომ დამინახოს და დამიჭირონ იმისთვის, რომ გარეთ არ დამემდგომება. ეს თუ უნდა ვინმეს, ჩვენ რა გავაკეთოთ? დემონსტრაციულად, სახალხოდ ჩაიდინეს დანაშაული, რა უნდა ქნა ამ დროს? სახელმწიფოს ჩამოქცევა უნდათ. მართლები ვყოფილვართ, როცა ვამბობთ, რომ პოლიტიკური პატიმრობა არის ფრაზა, აბსოლუტურად სპეკულაციური“, – განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics