|
2025-06-23 10:17:00, 944 ნახვა
პოლიტიკა
კიასტუტის ბუდრისი - საქართველოში ჰუმანიტარული მდგომარეობა უარესდება
ლიეტუვის ინიციატივით, ვთავაზობთ ექვს პუნქტს თუ როგორ გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან ქვეყანაში ჰუმანიტარული მდგომარეობა უარესდება და ახლა სწორი დროა ამის გასაკეთებლად, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუტის ბუდრისმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე, კონკრეტულად რას ითვალისწინებს ლიეტუვის წინადადება, მინისტრმა უპასუხა: „მე მათ ჩემს კოლეგებთან განვიხილავ“. „სამოქალაქო საზოგადოების დამატებითი მხარდაჭერიდან დაწყებული, საქართველოსთან არსებული სავიზო რეჟიმის გადახედვით დამთავრებული“, - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა. შეგახსენებთ, ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება, რომელზედაც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)