|
2025-06-19 11:38:45, 864 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ფავლენიშვილი - საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით ევროპის პოზიცია არის ძალიან მკაფიოა
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით ევროპის და ევროპარლამენტის პოზიცია არის ძალიან მკაფიოა, რაც მათ მიერ მიღებული რეზოლუციებითაც დასტურდება. როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, სწორედ ამიტომ უწოდებს ევროპას „ივანიშვილი და მისი ბანდა“ „გლობალური ომის პარტიას“ და „დიფ სთეითს“, რითაც პარტნიორებს შეურაცხყოფას აყენებს. „ევროპის და ევროპარლამენტის პოზიცია არის ძალიან მკაფიო, აზრთა სხვადასხვაობა იმ შემთხვევაში იქნებოდა, სხვადასხვა ტიპის რეზოლუციას რომ იღებდნენ. ბოლო თვეების და წლების მანძილზე რეზოლუციები აბსოლუტურად იდენტური არის იმ რეალობასთან, რაც ქვეყანაში არის შექმნილი. კონკრეტული ადამიანები ყველგან იარსებებენ, რომლებმაც შეიძლება განსხვავებული რამ თქვან, მაგრამ საბოლოოდ, ევროპის და დასავლეთის პოზიცია ერთიანია. ამიტომაც არის, რომ მთლიანად დასავლეთს და ევროპას, ივანიშვილი და მისი ბანდა მოიხსენიებენ, როგორც „გლობალური ომის პარტიას“ და „დიფ სთეითს“. ამით ისინი ჩვენს დასავლელ კოლეგებს შეურაცხყოფას აყენებენ“, - განაცხადა ფავლენიშვილმა. მისი თქმით, საქართველო არის ევროპის ნაწილი და როდესაც ევროპელი ლიდერები საქართველოზე აკეთებენ განცხადებას, საუბრობენ იმ ქვეყანაზე, რომელსაც ევროპის ნაწილად მოიაზრებენ. „ივანიშვილი ახლა საუბრობს, თითქოს ევროპას არავითარი საქმე არ აქვს საქართველოსთან, რომ ჩვენ ევროპის ნაწილი არ ვართ, რომ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და რეპრესიული კანონმდებლობის მიღება სულერთი უნდა იყოს ევროპისთვის, ეს არის აბსოლუტურად არაადეკვატური პოლიტიკური პოზიცია. ევროპელი ლიდერები, ევროპული ინსტიტუციები დიქტატურის დამყარების შემთხვევაში, მსგავს ქვეყნებზე განცხადებებს გააკეთებენ“, - განაცხადა ფავლენიშვილმა. როგორც მან აღნიშნა, გუშინ საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გამართული დისკუსია ძალიან მნიშვნელოვანი იყო, სადაც ყველა პოლიტიკურ პატიმარზე იყო საუბარი, მათ შორის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე. „საუბარი იყო, მათ შორის ჩვენი პარტიის დამფუძნებელ, მიხეილ სააკაშვილზე. რიგმა პოლიტიკისებმა ხაზი გაუსვეს იმ ისტორიულ როლს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში თამაშობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ისტორიული რეალობა უფრო და უფრო მკაფიო ხდება ყველასთვის. ივანიშვილი და მისი ბანდა არის გუნდი, რომელსაც საქართველო ჩამოაშორა დასავლურ ინტეგრაციას, ხოლო ჩვენი პოლიტიკური ძალა, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით იყო ის ლოკომოტივი, რომელიც ყველაზე დიდი როლს თამაშობდა ჩვენი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის პროცესში.ეს არის ყველაზე ხილული ივანიშვილის მიერ დიქტატურის დამყარების შემდგომ, არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ფარგლებს გარეთაც“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)