12:19 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-18 14:23:48, 537 ნახვა

პოლიტიკა
რასა იუკნევიჩიანე - ივანიშვილის რეჟიმმა სამოქალაქო საზოგადოებაზე სრულმასშტაბიანი სამართლებრივი თავდასხმა დაიწყო

ივანიშვილის რეჟიმმა სამოქალაქო საზოგადოებაზე სრულმასშტაბიანი სამართლებრივი თავდასხმა დაიწყო. ევროკავშირმა სანქციებით უნდა უპასუხოს, - ასე ეხმაურება ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ანტიკორუფციული ბიურო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ითხოვს მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას.

„არასამთავრობო ორგანიზაციებს ყალბი სასამართლოს ბრძანებებით შეუძლებელ მოთხოვნებს უყენებენ - კრემლის სტილის ნაბიჯი. ევროკავშირმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა უპასუხოს მკაცრი სანქციებით“, - წერს ევროპარლამენტარი.

შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ „რუსული კანონების აღსრულება მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით დაიწყო“. მათი ინფორმაციით, ანტიკორუფციული ბიურო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ითხოვს მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას. მესამე სექტორის წარმომადგენლების განმარტებით, ისინი ამ ბრძანებების წინააღმდეგ სამართლებრივ გზებს მიმართავენ, რადგან „რუსული კანონებით ცხოვრებას არ აპირებენ“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics