12:19 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-18 14:09:03, 571 ნახვა

პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - თუკი ვინმე შეეცდება არჩევნები ჩაშალოს, სათანადო პასუხი გაეცემა, მაგრამ ვერავინ ვერაფერს შეძლებს

ვერავინ შეძლებს აქ ვერაფრის ჩაშლას - ქართველი ხალხის ნება-სურვილი განხორციელდება და არჩევნები ჩატარდება, ­- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, თუკი ვინმე თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლას შეეცდება, „სათანადო პასუხი გაეცემა“, თუმცა მათიკაშვილი აქვე დასძენს, რომ „რადიკალებს ამის არანაირი რესურსი არ გააჩნიათ“.

„სათანადო პასუხი გაეცემა, თუკი ვინმე გადაწყვეტს, რომ ხელისუფლების კონსტიტუციური ვალდებულება, რომ საქართველოში საყოველთაო, ღია და თანასწორი არჩევნები უზრუნველყოს, რაიმე ფორმით შებღალოს და ეცადოს ამ ყველაფრის ჩაშლას, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ რადიკალებს ამის არანაირი თავი, ერთი მუჭა რესურსი არ გააჩნიათ,“ - აღნიშნა მათიკაშვილმა.

დეპუტატის განცხადებით, 2024 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი კიდევ უფრო გაზრდილია და მმართველი პარტია 64-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის ნება-სურვილი იქნება განხორციელებული - ჩატარდება არჩევნები. რადიკალებს მძიმე მარცხი ექნებათ, რომელსაც ისინი წესით უკვე უნდა მიეჩვიონ,“ - განაცხადა მათიკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics