|
2025-06-16 15:05:32, 828 ნახვა
პოლიტიკა
ბექა ბასილაია - საგამოძიებო კომისია ეს არის „ბირჟა“
[პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია] ეს არის „ბირჟა“, რომელსაც არ გააჩნია არანაირი წესი და თავისი ახირების, პოლიტიკური შურის და ბოღმის გამო შეუძლია ტყუილზე დაასმინოს ადამიანები და ციხეში გაუშვას, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, გიორგი ვაშაძეს უწყება გამოცხადებასთან დაკავშირებით არ ჩაბარებია. „დღეს გამომძიებელმა სასამართლოში დაადასტურა ის, რაზეც მრავალი თვეა ვსაუბრობთ, ამ საქმეს იურიდიული შინაარსი არ გააჩნია. ამ საქმეზე არც ერთი ფორმალური, პროცედურული წესი დაცული არ არის, ამ საქმეს მხოლოდ ადმინისტრაციული შეფასება შეიძლება მისცემოდა. ამავდროულად, ვაშაძეს არ ჩაბარებია არავითარი უწყისი, თუმცა ამ ყველაფერზე მნიშვნელოვანია პარლამენტის წარმომადგენლის ჩვენება, მადლობა მას გულწრფელი ჩვენებისთვის. მისი ჩვენებით ცალსახად დადასტურდა, რომ ეს კომისია არ მოქმედებს არც პარლამენტის რეგლამენტის, არც საქართველოს კონსტიტუციის, არც ამ კომისიის შესაბამისად. ეს არის „ბირჟა“, რომელსაც არ გააჩნია არანაირი წესი და თავისი ახირების, პოლიტიკური შურის და ბოღმის გამო შეუძლია ტყუილზე დაასმინოს ადამიანები და ციხეში გაუშვას. ეს არ არის ჩემი მხრიდან უტრირება, ყველა ეტაპს, ყველა ელემენტს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყევით, მოწმეების ჩვენებებით დადასტურდა, რომ წულუკიანის და მისი „შულავერის კომიტეტის დასმენები ტყუილებს, სიცრუეს და პროცედურების ფეხებზე დაკიდებას ეფუძნება“, - განაცხადა ბასილაიამ. ინფორმაციისთვის, გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 15 აპრილს დაიბარა, თუმცა ვაშაძე სხდომაზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც, მას ბრალი წაუყენეს. გიორგი ვაშაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. გიორგი ვაშაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)