|
2025-06-13 16:01:33, 995 ნახვა
სამართალი
რეზო კიკნაძე მერაბ დვალიშვილს - ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს მეგობარი ევროპა და ამერიკა იყოს, ის ამერიკა, რომელიც შენ ძალიან გიყვარს
ას [მერაბ დვალიშვილს] „სინდისის პატიმრები“ უხსენეს და ვერ გაიგო - ჩვენ დაგვიჭირეს აქციაზე, როცა ევროპულ მომავალს ვითხოვდით. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობარი ევროპა და ამერიკა იყოს, ის ამერიკა, რომელიც შენ ძალიან გიყვარს, - ასე მიმართა აქციების პერიოდში დაკავებულმა რეზო კიკნაძემ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას, UFC-ის ქართველ მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს. როგორც რეზო კიკნაძემ მიმართვაში განაცხადა, აქციაზე დაკავებულები ისჯებიან იმის გამო, რომ არ უნდათ საქართველო რუსეთისკენ მიდიოდეს. „მერაბ დვალიშვილს მივმართავ - მას სინდისის პატიმრები უხსენეს და ვერ გაიგო. ძალიან მოკლედ ავუხსნი, თუ რატომ ვართ აქ - ჩვენ დაგვიჭირეს აქციაზე, ევროპულ მომავალს ვითხოვდით და კობახიძემ თქვა, რომ „სანამ „ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში, ევროპასთან კავშირი და მოლაპარაკებები არ გვექნებაო“. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობარი ევროპა და ამერიკა იყოს, ის ამერიკა, რომელიც შენ ძალიან გიყვარს, არ გინდა, რომ რუსეთისკენ მივდიოდეთ. ამის გამო ვყავართ აქ და ამის გამო გვისჯიან 5, 6 და 7 წელს“, - განაცხადა რეზო კიკნაძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)