05:48 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-12 19:53:36, 807 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ს სახდეპი - ელჩ დანიგანს სრული მხარდაჭერა აქვს თანამდებობის დატოვებამდე

აშშ-ს სახელმწიფოს დეპარტამენტის სპიკერმა, ტემი ბრიუსმა საქართველოში აშშ-ს ელჩის, რობინ დანიგანის თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით globalnews.ge-ს მიერ დასმულ შეკითხვას წერილობით უპასუხა და განაცხადა, რომ "ელჩ დანიგანს თანამდებობის დატოვებამდე აქვს" აშშ-ს სრული მხარდაჭერა.

"მადლობას ვუხდით ელჩ დანიგანს 33 წლის განმავლობაში შეერთებული შტატების გამორჩეული სამსახურისთვის. მას ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს თანამდებობის დატოვებამდე.

ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსადმი ჩვენი მიდგომის შეფასებას ამერიკული ინტერესების წინსვლისთვის. შეერთებულმა შტატებმა ნათლად აჩვენა, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს მთავრობას, რათა დაამტკიცოს, რომ იგი სერიოზულადაა განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების კუთხით," წერია სახდეპის განცხადებაში, რომელსაც globalnews.ge ავრცელებს.

ცნობისთვის, 5 ივნისს საქართველოში აშშ-ს ელჩმა, რობინ დანიგანმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერდა, რომ "ეს სრულიად პირადი გადაწყვეტილებაა. ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics