05:50 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-12 14:49:24, 893 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა კიტ კელოგს და ბენჟამინ ჰადადს შეხვდა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში, ტრამპის პირად წარმომადგენელს უკრაინაში, გენერალ კიტ კელოგს და საფრანგეთის მინისტრს ევროპულ საკითხებში, ბენჟამინ ჰადადს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„დღეს არის ბრიუსელის ფორუმის მეორე და შემაჯამებელი დღე. პანელზე გამოდიოდნენ გენერალი კიტ კელოგი, რომელიც ტრამპის პირადი წარმომადგენელია უკრაინაში და ვესაუბრეთ საქართველოს მნიშვნელობაზე, რომ საქართველო უნდა იყოს მშვიდობის ნაწილი. საქართველოს დემოკრატიული პროევროპული, პროამერიკული არჩევანი აუცილებლად უნდა იყოს რეალიზებული. ასევე, ვესაუბრეთ ბენჟამინ ჰადადს, საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ვაიმერის საკითხების მნიშვნელობაზე, მაღალი დონის ჩართულობაზე იმისთვის, რომ მივიღოთ ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები, გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი და საქართველო დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას,” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics