|
2025-06-11 15:58:59, 631 ნახვა
პოლიტიკა
კოალიციაში „ლელო - ძლიერი საქართველო“ საკადრო ცვლილებები განხორციელდა
კოალიციაში „ლელო - ძლიერი საქართველო“ საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ცვლილებების შესახებ კოალიციის გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა. კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის მოადგილე, რეგიონული მიმართულებით, აქციების დროს დაკავებული ვეფხია კასრაძე გახდა. ამასთან, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას ლუკა ნაცვლიშვილი ჩაუდგება სათავეში, რომელიც ასევე აქციების დროს, ბათუმში ადმინისტრაციული წესით 12 დღით დააკავეს. რაც შეეხება ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილ ხელმძღვანელს, ოთო ფარულავას, ის საქმიანობას გააგრძელებს გენერალური მდივნის მოადგილედ, საორგანიზაციო და პარტიული სტრუქტურების მიმართულებით. „კოალიცია „ლელო - ძლიერ საქართველოში“ არის საკადრო ცვლილებები. ჩვენ ვძლიერდებით, ვაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას რუსული ბანდის, რეჟიმისა და ივანიშვილის წინააღმდეგ. პირველ ცვლილებად წარმოგიდგენთ ჩვენი თანაგუნდელის გენერალური მდივნის მოადგილედ დანიშვნას. გენერალური მდივნის მოადგილედ წარდგება პოლიტპატიმარი, ვეტერანი სამხედრო, 5 შვილის მამა - ვეფხია კასრაძე, რომელიც რეგიონული მიმართულებით იქნება წარმოდგენილი. ის თავისუფლებაზე ჩვენთან ერთად მუშაობდა საოკუპაციო ხაზის მიმართულებით. ვეფხია კასრაძე ჩვენთან ერთად საპატიმროდან და ძალიან მალე თავისუფლებაზე გააგრძელებს ბრძოლას და წინააღმდეგობას გენერალური მდივნის მოადგილის პოზიციაზე რეგიონული მიმართულებით. ის სწორედ იმ დევნილ მოქალაქეებთან იმუშავებს, რომელთა რიგებსაც თავად ვეფხია კასრაძე წარმოადგენს. დაპატიმრებამდე ის წლების განმავლობაში ცხოვრობდა საოკუპაციო ხაზთან, საკუთარ სახლში და არ ტოვებდა ერგნეთს, სადაც ბაღებზე სწორედ ის მავთულხლართები გადის, რომელიც რუსულმა რეჟიმმა საქართველოს ერთიან სახელმწიფოს მოახვია თავს. ამ ცვლილებების პარალელურად წარმოგიდგენთ ჩვენს თანამებრძოლს - ლუკა ნაცვლიშვილს, რომელიც სულ ახლახან გათავისუფლდა უკანონო პატიმრობიდან. ლუკა ნაცვლიშვილი სათავეში ჩაუდგება „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას. მინდა მადლობა გადავუხადო ოთო ფარულავას, რომელიც ამ წლების განმავლობაში ქუჩაში, საკონფერენციო დარბაზებში, ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოადგინა საქართველოს ახალგაზრდების და მათ შორის, ჩვენი პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდების პოზიციები. ოთო ფარულავა საქმიანობას გააგრძელებს გენერალური მდივნის მოადგილედ, საორგანიზაციო და პარტიული სტრუქტურების მიმართულებით. ჩვენ ვაშენებთ და ვაძლიერებთ პარტიულ სტრუქტურებს და დარწმუნებული ვარ, ოთო ფარულავა ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)