|
2025-06-10 14:29:35, 719 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - გიორგი ბაჩიაშვილი აბსურდულ ბრალდებას იმიტომ აყენებს, რომ სწორედ ანრი ოხანაშვილის უწყებას მიჰყავს გამოძიება
ანრი ოხანაშვილის გამტაცებლად, კონსპირატორად და ოპერაციების ჩამტარებლად წარმოჩენა არის უსუსური მცდელობა იმისა, რომ გზა-კვალი აურიოს საზოგადოების შეხედულებას იმასთან დაკავშირებით შეიძლება თუ არა დიდი თანხის მითვისება, მოპარვა, გათეთრება და ა.შ. - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან „თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ეს „აბსურდული ბრალდებაა“, რომელსაც ბაჩიაშვილი მხოლოდ იმიტომ აყენებს, რომ სწორედ ანრი ოხანაშვილის უწყებას მიჰყავს მის მიმართ გამოძიება. „ჩემი და ჩვენი აზრით, ამ აბსურდულ ბრალდებას იმიტომ აყენებს [გიორგი ბაჩიაშვილი], რომ სწორედ ანრი ოხანაშვილის უწყებას მიჰყავს ეს გამოძიება. მოიტანა მისი გვარი, რომ თითქოს, იგი ინკოგნიტოდ ჩავიდა ქვეყანაში და ქვეყანამ დაუშვა ის, რომ ბაჩიაშვილი გამოაპარა ყველანაირ კონტროლს, თვალებახვეული და გაკოჭილი ჩაასმევინა თვითმფრინავში. რომელი სერიოზული სახელმწიფო დაუშვებს ამას და თუკი ერთი სახელმწიფო მეორეს ეთანხმება, რომ დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს, ამას არანაირი კონსპირაცია არ სჭირდება. ანრი ოხანაშვილის წარმოდგენა, ადამიანის, რომელიც არც მორალური და არც ინტელექტუალური მონაცემებით არ იმსახურებს ასეთ გააფთრებულ შეტევას და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს იცავს, ამაზე შეტევა კონკრეტული პოლიტიკური სარჩულის მატარებელია - იგივე, როგორც შს მინისტრზე შეტევა. ანრი ოხანაშვილის გამტაცებლად, კონსპირატორად და ოპერაციების ჩამტარებლად წარმოჩენა არის უსუსური მცდელობა იმისა, რომ გზა-კვალი აურიოს საზოგადოების შეხედულებას იმასთან დაკავშირებით შეიძლება თუ არა დიდი თანხის მითვისება, მოპარვა, გათეთრება და ა.შ. სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდოთ - მთავარია, რომ ეს ადამიანი არის დამნაშავე. ზუსტად ვიცით, რომ სულ მცირე საზღვარი გადაკვეთა და საკმაოდ სერიოზული სასჯელიც დაადო სასამართლომ იმ დანაშაულებისთვის, რაც ჩაიდინა. საფუძველი არ არსებობს, რომ ეჭვი შევიტანოთ კანონიერებაში, რასაც სახელმწიფო დამნაშავის მიმართ ახორციელებს”, - განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, ბორტზე, რითაც ის საქართველოში ჩამოიყვანეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა. აღნიშნული განცხადება მან სასამართლო პროცესზე გააკეთა.
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)