|
2025-06-09 12:18:01, 694 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი - როგორც ჩანს, გერმანიის ელჩი არის მოცლილი! ოპოზიციის სასამართლო პროცესს არ აცდენს!
როგორც ჩანს, გერმანიის ელჩი არის მოცლილი! - პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლის სასამართლო პროცესს არ აცდენს! როგორც ჩანს, სცალია, ბევრი თავისუფალი დრო აქვს და მინდა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დასწრება შევთავაზო, - ეს შეთავაზება გერმანელი დიპლომატის პიტერ ფიშერის მისამართით პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა, კომისიის სხდომაზე გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, გერმანიის ელჩისთვის კომისიის კარი ღიაა და თარჯიმანთან ერთად ნებისმიერ სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა ექნება. წულუკიანმა დღეს ამავე კონტექსტში განაცხადა, რომ „ზოგიერთი ელჩი საქართველოს კი არ გულშემატკივრობს და საკუთარ ქვეყანას კი არ წარმოადგენენ, პოლიტიკურ აქტივისტებად არიან ქცეული“. „მობრძანდით და მოუსმინეთ, რას ჰყვება დღეს ნიკოლოზ გოგუაძე ყინწვისის სპეცოპერაციის საქმეზე - როგორ სცემეს, როგორ იხტუნავეს ცოცხალ ადამიანებზე, როგორ დაუმტვრიეს ხერხემალი, როგორ აწამეს და როგორ აყურებინეს სხვას სხვისი წამება, რის შემდეგაც ყველას აღიარებითი ჩვენების მიცემა მოუწიათ. ჩვენ გვარებსა და წამების შინაარსს განზრახ არ ვაკონკრეტებთ, რადგან სააკაშვილისგან განსხვავებით, პირადი ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას ვუცავთ. ბატონო ელჩებო! ჩვენს კომისიაზე არის ადგილი, დაბრძანდით, უსმინეთ და შემდეგ გააკეთებთ ინფორმირებულ შეფასებებს, თუ ვინ იყო მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)