|
2025-06-07 15:42:11, 1478 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის ქალაქ რეიმსში ელექტრო სკუტერის მიერ გაჩენილ ხანძარს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა
საფრანგეთის ქალაქ რეიმსში ელექტრო სკუტერის მიერ გაჩენილ ხანძარს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ხანძარი ათსართულიანი შენობის მეოთხე სართულზე მდებარე ბინაში გაჩნდა. ბინაში 34 წლის მამაკაცი და ორი 13 და 15 წლის მოზარდი ცხოვრობდნენ. უმცროსი ბიჭი ხანძრისგან თავის დასაღწევად მეოთხე სართულის ფანჯრიდან გადახტომის შემდეგ გარდაიცვალა. ბინაში ნაპოვნი დამწვარი ცხედარი, სავარაუდოდ, მისი უფროსი ძმისაა, ხოლო მათი მამინაცვალი, რომელმაც სერიოზული დამწვრობა მიიღო, გადარჩა. ხანძრის კიდევ ორი მსხვერპლია 87 წლის ქალი და მისი 59 წლის ვაჟი, რომლებიც ზედა სართულებზე ცხოვრობდნენ და ასფიქსიით გარდაიცვალნენ. კიდევ ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა, რომელიც დამწვარი და მოწამლული იპოვეს, ხოლო 26 ადამიანს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა, ძირითადად კვამლის გამო. გავრცელებული ცნობით, ხანძარი, რომელიც შუაღამის შემდეგ გაჩნდა, „უკიდურესად ძლიერი“ იყო და მისი ჩაქრობა დაახლოებით დილის 3:45 საათამდე ვერ მოხერხდა. რეიმსის პროკურორმა ფრანსუა შნაიდერმა განაცხადა, რომ ამ ტიპის ელემენტებით გამოწვეული ხანძრის ჩაქრობა უკიდურესად რთულია, რადგან ელემენტები წვის დროს თვითშენარჩუნებისკენ არიან მიდრეკილნი.
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)