|
2025-06-06 13:07:26, 789 ნახვა
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - ივანიშვილის „გამარჯვებით“ წააგებს საქართველო
ვინც ფიქრობს, რომ ივანიშვილმა უნდა „მოიგოს“, უნდა იცოდეს - ივანიშვილის „გამარჯვებით“ წააგებს საქართველო, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, დღეს საქართველოს იმავე გზაზე მიაქანებენ, რომელიც პუტინის რუსეთმა უკვე გაიარა. „ივანიშვილი და მისი დაჯგუფება ცდილობს დაგვაშოროს დასავლეთს და დატოვოს საქართველო მარტო და დაუცველი, მოგვწყვიტოს დემოკრატიულ სისტემას, სადაც ხალხი წყვეტს, როგორი უნდა იყოს ქვეყანა, დაგვაბრუნოს რუსულ ჭაობში - იქ, სადაც თავისუფლებას არანაირი ფასი არ აქვს და შენს ნაცვლად სხვები წყვეტენ გადარჩები თუ არა. ამიტომ ეს აღარ არის უბრალოდ პოლიტიკა - ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის. დღეს არჩევანი მარტივია: ან ვიცხოვრებთ თავისუფლად, დაცულად, დასავლურ ოჯახში ან დავრჩებით რეჟიმის მონობაში, სადაც იგებს რამდენიმე და მარცხდება მთელი ერი. ზუსტად ასე ცხოვრობენ დღეს რუსეთში, ირანში, ჩინეთში, ვენესუელაში სადაც ქვეყნის ბედს წყვეტს არა ხალხი, არამედ საეჭვო ფსიქიკის მქონე ერთი კაცის ახირებები. დღეს საქართველოში ყველა გადაწყვეტილებას იღებს ერთი კაცი და მისი მცირე დაჯგუფება; ხალხს ართმევენ სიტყვის თავისუფლებას რომ ჩუმად და უპრობლემოდ გაძარცვონ; თავს ესხმიან ლიდერებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს; ბლოკავენ ევროკავშირში გაწევრიანებას; მტრად აცხადებენ აშშ-ს და ევროკავშირს - ჩვენს ბუნებრივ დამცველებს. ივანიშვილმა უკვე მიაყენა სტრატეგიული ზიანი საქართველოს. ახლა მთავარი კითხვაა, გადაიხდის ამ ზიანის ფასს ის და მისი დაჯგუფება თუ გადაიხდის მთელი საქართველო? ვინც ფიქრობს, რომ ივანიშვილმა უნდა „მოიგოს”, უნდა იცოდეს - ივანიშვილის „გამარჯვებით” წააგებს ქართველი ხალხი. წააგებს მთელი ერი და საქართველო. ამიტომ დღეს ჩვენი ამოცანა ერთია, წინააღმდეგობა ყველა ფრონტზე, რომ ერთად დავამარცხოთ ზიანის არქიტექტორი და გადავარჩინოთ თავისუფალი საქართველო. შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება გამარჯვების მიზანს უნდა ემსახურებოდეს და ამ ბრძოლაში ყველა ვიწრო პარტიული გადაწყვეტილება, ცალკეული, შეუთანხმებელი მოქმედება უფრო დაგვაშორებს საერთო გამარჯვებას“,- წერს პაატა მანჯგალაძე.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)