23:37 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-04 14:59:18, 956 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი „ევრობარომეტრის“ კვლევაზე - უსამართლო დამოკიდებულებას, რასაკვირველია, თავისი შედეგები მოაქვს

უსამართლო დამოკიდებულებას, რასაკვირველია, თავისი შედეგები მოაქვს და ევროკავშირმა უნდა გადახედოს თავის პოლიტიკას - როდესაც შენს მიმართ ასეთი შეტევა ხორციელდება, რასაკვირველია, ეს საზოგადოებას ეჭვებს უჩენს და ამაში საქართველოს ხელისუფლების „დანაშაული“ ნამდვილად არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ევრობარომეტრის“ სოციალური კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც ევროკავშირისადმი ნდობა ერთ წელში 17%-ითაა შემცირებული.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების საგარეო კურსი არ შეცვლილა და არც საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულა.

„არც ერთი მაჩვენებელი არ არის, სადაც საქართველო არ არის მოწინავეთა რიგებში, მაშინ როცა შედარება ხდება, მათ შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. რასაკვირველია, ასეთ მოცემულობაში, როდესაც შენს მიმართ განხორციელებულია ასეთი შეტევა, ხშირ შემთხვევაში, უტიფარი რეზოლუციები, რომელიც მიიღო მაგალითად, ევროკავშირმა და კიდევ რაღაცას გეგმავს, რასაკვირველია, ეს საზოგადოებას ეჭვებს უჩენს და ამაში საქართველოს ხელისუფლების „დანაშაული“ ნამდვილად არ არის. საქართველოს ხელისუფლებას არც საგარეო კურსი შეუცვლია და რასაკვირველია, არჩევნებიც ვერასდროს გაყალბდება, როდესაც ელექტრონულ არჩევნებზე გვაქვს საუბარი. ამ რეალობაში, როცა იცი, რომ ეს არის აბსოლუტურად უსამართლო შემოტევა, რასაკვირველია, საზოგადოებას გარკვეული სკეპტიციზმი უჩნდება.

უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელმაც სკეპტიკური დამოკიდებულება გამოხატა ევროკავშირის მიმართ, არ გულისხმობს იმას, რომ საგარეო კურსი შეიცვალოს. არც ის ადამიანები, ვინც საქართველოს ხელისუფლებას მხარს უჭერენ, არ უნდა განვასხვაოთ უმრავლესობისაგან, რომელიც ევროინტეგრაციას უჭერს მხარს, მაგრამ უსამართლო დამოკიდებულებას რასაკვირველია, თავისი შედეგები მოაქვს და რასაკვირველია, ევროკავშირმა უნდა გადახედოს თავის პოლიტიკას. თავადაც უწყიან, რომ არც საგარეო კურსი შეცვლილა, არც არჩევნები გაყალბებულა, ვერც გაყალბდება ელექტრონული არჩევნები და ისინი მაინც თავისას ჯიუტად იმეორებენ, რომ საქართველოში სისხლი უნდა დაიღვაროს, საქართველოში რევოლუცია, „მაიდანიზაცია" უნდა მოხდეს და აუცილებლად უნდა დაფინანსდეს ისეთი ექსტრემისტული ჯგუფები, რომლებიც პირდაპირ მუქარაზე არიან გადასული და ევროპულ სტანდარტს არანაირად არ შეეფერება მათი პოლიტიკა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა 9%-ით არის შემცირებული და 49%-ს შეადგენს. ამის შესახებ „ევრობარომეტრის“ გამოკითხვამ დაადგინა, რომელიც 2025 წლის გაზაფხულზე ჩატარდა. გამოკითხვის თანახმად, ქართველების 49% ენდობა ევროკავშირს, რაც 9%-ით ნაკლებია ვიდრე 2024 შემოდგომაზე (58%) და 17%-ით ნაკლებია, ვიდრე 2024 წლის გაზაფხულზე (66%).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics