20:06 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-17 16:12:22, 571 ნახვა

პოლიტიკა
თედო ჯაფარიძე: რუსეთის დემოკრატიის პოვნა იგივეა, რაც ტანგოს ცეკვა - კარგი პარტნიორია საჭირო

„ჩვენ საკმაოდ შეზღუდულები ვართ. აშკარაა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მარტო ვებრძოლოთ რუსეთს და რომ არავინ შეებრძოლება რუსეთს საქართველოს გამო“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ Russia today-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, რუსეთის აგრესიის გასამკლავებლად გამოსავალია ის, რომ საქართველო იქცეს ძლიერ და უნარიან სახელმწიფოდ, რომელსაც ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები ექნება.

“ჩვენი ერთადერთი იარაღია საქართველოს ქცევა ძლიერ და უნარიან სახელწიფოდ, რომელიც სამართლის უზენაესობას, ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებს და, ზოგადად, ფუნქციონირებად დემოკრატიას ემყარება. სანამ ჩვენი დემოკრატია ორივე ფეხზე მყარად დადგება და სუვერენულ, კეთილგონივრულ და რაციონალურ გადაწყვეტილებებს მიიღებს, ჩვენ ვიგებთ დროს, რომელიც შედეგის მისაღწევად გვჭირდება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საუბარი ჩვენს პარტნიორებთან და მეზობლებთან, მათ შორის, რუსეთთან“, - აღნიშნა თედო ჯაფარიძემ.

დეპუტატის თქმით, მას ეგონა, რომ რუსეთში მოვიდოდა ახალი თაობა, რომელიც მოლაპარაკებებს განსხვავებული მიმართულებით წარმართავდა, თუმცა შეცდა. მისივე თქმით, ახალგაზრდა პოლიტიკოსები იმაზე არანაკლებ აგრესიულები არიან, ვიდრე სტალინი და მოლოტოვი იყვნენ.

„მე ვფიქრობდი, რომ რუსეთში მოვიდოდა ახალი თაობა, რომელიც მოლაპარაკებებს განსხვავებული მიმართულებით წარმართავდა, მაგრამ შევცდი, რადგან, როგორც პოლიტოლოგები ამბობენ, „არ არსებობს მუდმივი მეგობრობა და არ არსებობენ მუდმივი მტრები, არსებობს მხოლოდ მუდმივი ინტერესები“. სხვათა შორის, ახალგაზრდა რუსი პოლიტიკოსები არანაკლებ აგრესიულები არიან, ვიდრე მათი წინამორბედები სტალინის, მოლოტოვისა და გრომიკოს ეპოქიდან.

ჩვენ ვაღიარებთ, რომ რუსეთს აქვს გარკვეული ინტერესები საქართველოში, უკრაინასა და ლატვიაში, შეიძლება სხვაგანაც... ან ყველგან. პრობლემა ის არის, რომ რუსებს ისევ ერთმანეთში ერევათ „ინტერესები“ და „გავლენა“. არაფერია არალეგიტიმური იმაში, რომ რუსეთი თავის ინტერესებს იცავს, მაგრამ ინტერესებიდან გავლენამდე და ბატონობამდე ძალიან დიდი მანძილია დასაფარი, რომელსაც რუსეთი, ჩვეულებრივ, ძალიან სწრაფად ფარავს“, - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

კითხვაზე რუსეთის დემოკრატიის პოვნაში დახმარება შესაძლებელია თუ არა, აცხადებს რომ „ეს ტანგოს ცეკვას ჰგავს“. დეპუტატი აქვე დასძენს, რომ დემოკრატიული რუსეთიც სპეციფიური იქნება.

„ეს ტანგოს ცეკვას ჰგავს – პარტნიორია საჭირო. ჩვენ გვსურს რუსეთში დემოკრატია ვიხილოთ, მაგრამ რუსეთი, თუნდაც „დემოკრატიული რუსეთი“, ყოველთვის სპეციფიკური იქნება. რუსეთს კარგად ესმის საკუთარი ინტერესები. ჩვენ განსხვავებულები ვართ, მაგრამ მაინც უნდა ვცადოთ რუსეთის ჩართვა, უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები, უნდა გამოვიყენოთ დიპლომატია და უნდა გავაგებინოთ რუს პოლიტიკოსებს, რა არის საქართველოსა და ლატვიის დღის წესრიგი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი სტრატეგიული ინტერესები უნდა დავთმოთ, მაგრამ ნათელი უნდა იყოს, რომ რუსეთი არ არის ჩვენი სამიზნე. ისინი ამას მაშინვე გაიგებენ? რა თქმა უნდა, ვერა, თუმცა საჭიროა საუბარი, საუბარი და კიდევ ერთხელ საუბარი“, - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics