03:15 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-02 21:10:29, 1200 ნახვა

საზოგადოება
„ქართული ოცნება“ „ფორმულას“ და TV პირველს მარეგულირებელ კომისიაში უჩივის

ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია "ფორმულამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართული ოცნება მას მაუწყებლობის შესახებ კანონის დარღვევის გამო კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივის. 

ცნობილი ხდება, რომ ქართული ოცნება ტელეკომპანიას კონკრეტული ტერმინების გამოყენების გამო უჩივის. 

"ფორმულას" მიხედვით, არხის წინააღმდეგ საჩივარში მოცემულია ნაწყვეტები და ამონარიდები არხის, როგორც საინფორმაციო გამოშვებებიდან, ასევე სოციალური გვერდებიდან, რომლებშიც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რწმუნებით, დარღვეულია კანონის ნორმები.

"საჩივრის საფუძველია "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე, 59 პრიმა და 76-ე მუხლები", - წერია "ფორმულას" მიერ მიღებულ დოკუმენტში.

"ფორმულას" მიხედვით, საჩივარი შეეხება არხის მიერ ისეთი ტერმინების გამოყენებას, როგორიცაა "არალეგიტიმური პარლამენტი", "ე.წ პარლამენტის თავჯდომარე", "ოლიგარქის დეპუტატი", "რეჟიმის საქალაქო სასამართლო", "ქართული ოცნების რეჟიმი", "რეჟიმის პატიმარი", ასევე ბიძინა ივანიშვილის "ოლიგარქად" მოხსენიებას.

ასევე, ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, ქართულმა ოცნებამ ტვ პირველის წინააღმდეგ მარეგულირებელ კომისიაში საჩივარი შეიტანა - ამის შესახებ მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მიგინეიშვილი წერს, საჩივარში აღნიშნულია, რომ "ტვ პირველის ჟურნალისტს არ უნდა გამოეყენებინა ტერმინები: "რეჟიმი", "გარუსება", "კლანის სასამართლო და ა.შ.".

"ქართულმა ოცნებამ ტელეკომპანია პირველის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა მარეგულირებელ კომისიაში.

საჩივრის თანახმად, ტვ პირველის ჟურნალისტს არ უნდა გამოეყენებინა ტერმინები - "რეჟიმი", "გარუსება", "კლანის სასამართლო" და ა.შ.

ეს არის კიდევ ერთი რეპრესირების სერიის დასაწყისი კრიტიკული მედიის წინააღმდეგ.

ტელეკომპანიის რამდენჯერმე დაჯარიმება და ფინანსური სანქცია ქმნის რეალურ რისკს მაუწყებლობის შეჩერების.

საჩივრის განხილვა საჯაროდ ხუთშაბათს, მარეგულირებელ კომისიაში გაიმართება". - წერს მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics