|
2025-06-02 14:47:19, 1088 ნახვა
სამართალი
გიორგი ბაჩიაშვილი რუსთავის საპატიმროდან გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ბაჩიაშვილის ადვოკატი დავით ჯანდიერი აცხადებს, აღნიშნული ბაჩიაშვილს ლოჯისტიკურ საკითხად განუმარტეს, ვინაიდან ის ბრალდებულია და სასამართლო პროცესებზე სიარული მოუწევს. „გიორგი ბაჩიაშვილი გლდანის მე-8 დაწესებულებაში იმყოფება, მე და ჩემი კოლეგა რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ვიყავით მისული, იქ, სადაც ის ბოლოს დავტოვეთ, გვითხრეს, რომ გლდანში იყო გადაყვანილი. გიორგის შევხვდით, მისი საპატიმრო პირობები ფაქტობრივად უცვლელია. მისი გადაყვანა პენიტენციური სამსახურის მხრიდან ზეპირსიტყვიერად მისთვის ახსნილი იყო, როგორც ლოჯისტიკური ხასიათის საკითხი. მოგეხსენებათ, ის ბრალდებულის სტატუსითაა, მას სასამართლო განხილვები ექნება და იქ უნდა იაროს“, - განაცხადა ჯანდიერმა. კითხვაზე, რამდენად იქნება გლდანის მე-8 დაწესებულებაში ბაჩიაშვილის უსაფრთხოების საკითხი დაცული, ადვოკატი პასუხობს, რომ ეს „ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს“. „ამის წინასწარ თქმა გაჭირდება, მაგრამ ნებისმიერ დაწესებულებაში, სადაც არ უნდა იყოს, პროცესის მუდმივ მონიტორინგში ვიქნებით. ცხადია, რომ ყველას ინტერესში უნდა იყოს რომ მისი უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს. სამარტოო საკანში არ არის, მასთან ერთად საკანში სხვა პატიმარიც არის“, - განაცხადა ჯანდიერმა. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 27 მაისს გაავრცელა განცხადება გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით. უწყების ცნობით, ბაჩიაშვილი „წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ“ დააკავეს. თავად დაკავებულმა კი სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, ბანდიტურ გზას მიმართეს და საქართველოში მოტაცებით ჩამოიყვანეს. ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ის 24 მაისს გაიტაცეს, თვალები აუხვიეს, 2 დღე თვალებახვეული ატარეს და თვითმფრინავში „ჩატენეს“. „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია მსჯავრდებული და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამასთან, მას ბრალი წარდგენილი აქვს ორ მიმდინარე საქმეზე. კერძოდ, ბაჩიაშვილს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე. ასევე,ბაჩიაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი "მტკვარი ჰესის" საქმეზეც საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ბაჩიაშვილმა 4 მარტს საქართველოს დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბაჩიაშვილმა საქართველო 2 მარტს დატოვა. უწყების განცხადებით, მან საქართველო, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა, სომხეთი კი რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტით დატოვა.
გაეცანი საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებს მოსწავლეებისთვის - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
ბოკერია - რეჟიმს უნდა, გააგრძელოს საქართველოს უსაფრთხოების, მომავალი თაობის ხარჯზე გამდიდრება და ძალაუფლების შენარჩუნება საქართველოს მტრების ინტერესების სასარგებლოდ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, მათი საკითხი ნაციონალებისგან ცალკე საქმედ გამოიყოს
ოპოზიცია დასავლეთის ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)