11:24 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-30 21:23:40, 1308 ნახვა

საზოგადოება
ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ლექტორების ნაწილი 2 ივნისს გაიფიცება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების განცხადებით, ორშაბათს, 12:00 საათიდან, ლექტორები და სტუდენტები გაიფიცებიან.

ისინი სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ლექტორებს მოუწოდებენ, რომ სოლიდარობის ნიშნად შეუერთდნენ მათ პროტესტს.

სტუდენტების აქციას საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მსვლელობით აქტივისტებიც შეუერთდნენ.

მოგვიანებით აქციის მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გაემართებიან და პარლამენტის წინ მიმდინარე პროტესტს შეუერთდებიან.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის “ა” კორპუსთან შეკრებილი სტუდენტები სოლიდარობას უცხადებენ სამოქალაქო აქტივისტებს - თათია აფრიამაშვილს და ლიკა ლორთქიფანიძეს, რომელთაც “ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე 12 დღიანი პატიმრობა შეეფარდათ.

ინფორმაციისთვის, საქმე 17 მაისს მომხდარ ინციდენტს ეხება, როდესაც კაფეში მყოფ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან, აქტივისტები თათია აფრიამაშვილი და მაგდა მამუკაშვილი მივიდნენ და მიმართეს შეძახილებით: - „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს", "ძირს რუსული რეჟიმი".

მარიამ ლაშხმა, რომელიც მომხდარის დროს შვილებთან ერთად იმყოფებოდა, აქტივისტების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics