|
2025-05-30 21:11:25, 685 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - ჩინეთმა სრულად დაარღვია ჩვენს შორის დადებული შეთანხმება
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ჩინეთმა აშშ-სთან 11 მაისს დადებული სავაჭრო შეთანხმება სრულად დაარღვია. ,,ორი კვირის წინ ჩინეთი მძიმე ეკონომიკური საფრთხის წინაშე იდგა! ჩემ მიერ დაწესებული ძალიან მაღალი ტარიფები პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიდა ჩინეთისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ევაჭრა, რომელიც მსოფლიოში ნომერ პირველი ბაზარია. ჩვენ ფაქტობრივად ჩინეთთან მიმართებით "ცივ ტაკტიკაზე" გადავედით და ეს მათთვის დამანგრეველი აღმოჩნდა. ბევრმა ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა და ქვეყანაში, რბილად რომ ვთქვათ, სამოქალაქო არეულობა იყო. ვუყურებდი მოვლენებს და ეს არ მომწონდა არც მათთვის, არც ჩვენთვის. ამიტომ სწრაფად მივაღწიე შეთანხმებას ჩინეთთან, რათა გადამერჩინა ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობისგან, რომელიც, ჩემი აზრით, შეიქმნებოდა და არ მინდოდა მსგავსი რამ მომხდარიყო". - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. ტრამპი ასევე წერს, რომ ამ შეთანხმების წყალობით, სიტუაცია სწრაფად დასტაბილურდა და ჩინეთმა ჩვეულებრივ რეჟიმში საქმიანობა განაგრძო. ,,ყველა კმაყოფილი იყო! ეს კარგი ამბავია!!! ცუდი ამბავი კი ის არის, რომ ჩინეთმა, რაც ალბათ ზოგიერთს არც გაუკვირდება, სრულად დაარღვია ჩვენს შორის დადებული შეთანხმება. აი "კარგ ბიჭად" ყოფნის შედეგი". - წერს აშშ-ს პრეზიდენტი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)