09:24 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-30 14:31:33, 533 ნახვა

მსოფლიო
ჰაკან ფიდანი - შესაძლებელია, სტამბოლში ჩატარებული მოლაპარაკებები დაგვირგვინდეს ტრამპის, პუტინისა და ზელენსკის შეხვედრით, რომელსაც ერდოღანი უმასპინძლებს

შესაძლებელია, სტამბოლში ჩატარებული მოლაპარაკებები დაგვირგვინდეს ტრამპის, პუტინისა და ზელენსკის შეხვედრით, რომელსაც ერდოღანი უმასპინძლებს, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა კიევში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ფიდანმა აღნიშნა, სტამბოლში დამტკიცდა, რომ მოლაპარაკებებს შეუძლია, კონკრეტული შედეგების მოტანა.

„ჩვენ ან თვალს დავხუჭავთ ამ ომის გაგრძელებას, ან მიმდინარე წლის განმავლობაში მივაღწევთ მუდმივ მშვიდობას. სტამბოლში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მოლაპარაკებებს შეუძლია, კონკრეტული შედეგების მოტანა. ჩვენ გვინდა, რომ სტამბოლში მიღწეული იმპულსი გაგრძელდეს. მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია, სტამბოლში ჩატარებული მოლაპარაკებები დაგვირგვინდეს ტრამპის, პუტინისა და ზელენსკის შეხვედრით, რომელსაც უმასპინძლებს ბატონი ერდოღანი“, – განაცხადა ფიდანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics