|
2025-05-30 11:26:48, 514 ნახვა
მსოფლიო
„ჰამასის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ დაჯგუფება უარს იტყვის აშშ-ის წინადადებაზე
ჰამასის წარმომადგენელმა „ბიბისისთან“ განაცხადა, რომ დაჯგუფება უარს იტყვის აშშ-ის წინადადებაზე ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ. ჰამასის წარმომადგენლის განცხადებით, წინადადება არ აკმაყოფილებს მათ ძირითად მოთხოვნებს, მათ შორის ომის დასრულების მოთხოვნას. „ჰამასში“ განმარტავენ, რომ წინადადებას შესაბამის დროს გასცემენ ოფიციალურ პასუხს. მანამდე თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ისრაელი დათანხმდა აშშ-ის წარმომადგენლის სტივ უიტკოფის გეგმას და ოფიციალურ პასუხს ელოდებიან. ცნობისთვის, სტივ უიტკოფმა ახალი გეგმა ითვალისწინებს ორ ეტაპს: პირველ ეტაპზე „ჰამასმა“ უნდა გაათავისუფლოს 10 ცოცხალი მძევალი და დააბრუნოს 18 გარდაცვლილის სხეული, ხოლო მეორე ეტაპზე ისრაელი გაათავისუფლებს პალესტინელ ტყვეებს და დაიწყება 60 დღიანი ცეცხლის შეწყვეტა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)