00:35 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-17 13:23:19, 788 ნახვა

ეკონომიკა
„თბილსერვის ჯგუფმა“ ტენდერი გამოაცხადა

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოაცხადა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს,  სატენდერო პირობების საფუძველზე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების შედეგად, თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე არსებული ვითარება გაუმჯობესდება და თბილისის მერის, დავით ნარმანიას წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, პოლიგონის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში მოუგვარებელი იყო, აღმოიფხვრება.

მათივე ინფორმაციით, თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად, აღნიშნულ ტენდერამდე, ჯერ კიდევ 2015 წლის მარტში „თბილსერვის ჯგუფმა“ მოწვეული (IBRD, KFW) ექსპერტების მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვა/ტენდერი საპროექტო სამუშაოების (პროექტის) შესადგენად გამოაცხადა.

თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე სხვადასხვა სახის სამშენებლო სამუშაოებთან ერთად, უჯრედების გეომემბრანით გადახურვის სარეკულტივაციო სამუშაოები და წარმოქმნილი ბიოგაზის შეგროვების/გადამუშავების სისტემის მოწყობა განხორციელდება.

სატენდერო წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 6 აპრილს დასრულდება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics