09:22 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-29 18:23:49, 698 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის საელჩო საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს

საფრანგეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით რეკომენდაციები განახლდა. ინფორმაციას საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.

"28 ნოემბრიდან თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში ყოველდღიურად იმართება დემონსტრაციები, ზოგჯერ მასშტაბურიც.

ეს დემონსტრაციები ხშირად იწვევს პოლიციის მხრიდან დაპატიმრებებსა და დაშლას, განსაკუთრებით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავისუფლების მოედანსა და რესპუბლიკის მოედანს შორის. ამ ღონისძიებებში მონაწილეობა შეიძლება დაისაჯოს მძიმე ჯარიმებით (თითო ჯარიმაზე 5000 ლარი ან 1600 ევროზე მეტი, რაც შეიძლება გაერთიანდეს რამდენიმე ჯარიმის შემთხვევაში).

საქართველოში მყოფ საფრანგეთის მოქალაქეებს რეკომენდაცია ეძლევათ, თავი შეიკავონ შეკრებებისგან.

შეგახსენებთ, რომ პოლიციის შემოწმების შემთხვევაში, თითოეულმა პირმა უნდა შეძლოს საკუთარი ვინაობის დამტკიცება.

საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე შეიძლება უარი ეთქვათ იმ პირებსაც კი, რომლებსაც აქვთ საქართველოში მოქმედი ბინადრობის ნებართვა. მოგზაურებს მოუწოდებენ, მოგზაურობამდე გამოიკითხონ ის ფაქტორები, რომლებიც მათ საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე უარის თქმის რისკის ქვეშ აყენებს, მათ შორის საქართველოში გამართულ დემონსტრაციებში მონაწილეობა ან სოციალურ ქსელებში აქტივობა. საქართველოში შემდგომი შესვლა შესაძლოა განპირობებული იყოს ასეთ დემონსტრაციებში სავარაუდო მონაწილეობისთვის დიდი ჯარიმების დაუყოვნებლივი გადახდით." - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში, რომელიც თავდაპირველად 12 მაისს გამოქვეყნდა, 29 მაისს კი საელჩომ კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, მსგავსი შინაარსის განცხადება დღეს პოლონეთის საელჩომაც გაავრცელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics