09:22 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-29 12:03:46, 824 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის ქალაქ სტავროპოლში აფეთქების შედეგად ქალაქის მერის მოადგილე დაიღუპა

რუსეთის ქალაქ სტავროპოლში აფეთქების შედეგად ქალაქის მერის მოადგილე დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია სტავროპოლის მხარის გუბერნატორზე, ვლადიმერ ვლადიმეროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ძვირფასო თანამემამულენო! მწუხარებით გაცნობებთ, რომ სტავროპოლში, ჩეხოვის ქუჩაზე ღამით, ინციდენტის შედეგად, ჩვენი გმირი, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ვეტერანი, ზაურ გურციევი დაიღუპა“, - წერს სტავროპოლის მხარის გუბერნატორი „ტელეგრამის“ არხზე.

რუსული მედიის ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მონაწილე გურციევი ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაიღუპა.

„ყველა ვერსია განიხილება, მათ შორის უკრაინელი ნაცისტების მონაწილეობით ტერორისტული აქტის ორგანიზება“, - აღნიშნა სტავროპოლის მხარის გუბერნატორმა.

რუსული „ტელეგრამ“ არხების ინფორმაციით, გურციევი 2022 წელს უკრაინის ქალაქ მარიუპოლის აღების მიზნით რუსეთის საჰაერო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics