|
2025-05-29 10:36:51, 718 ნახვა
მსოფლიო
მარკო რუბიო ვაშინგტონში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
მარკო რუბიო ვაშინგტონში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. „მდივანმა მარკო რუბიომ და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა აშშ-გერმანიის კოორდინაციის ძირითადი საკითხები განიხილეს, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება, პეკინის დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების შეკავება და იმის უზრუნველყოფა, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არასდროს შექმნას“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. ასევე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მარკო რუბიომ და იოჰან ვადეფულმა ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. „მდივანი რუბიო თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ გერმანიის მზადყოფნას მიესალმა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად უფრო მჭიდრო სტრატეგიული ჩართულობის მნიშვნელობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)