|
2025-05-29 10:06:16, 964 ნახვა
მსოფლიო
კაია კალასი - ევროკავშირს შავ ზღვაში საზღვაო უსაფრთხოების ცენტრის შექმნა სურს
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის თქმით, ევროკავშირს პოტენციური უსაფრთხოების მონიტორინგისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად შავ ზღვაში საზღვაო უსაფრთხოების ცენტრის შექმნა სურს. "შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ცენტრი ადრეული გაფრთხილების სისტემა იქნება, რომელიც დაგვეხმარება კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში, მათ შორის, როგორებიცაა საზღვაო ინსტალაციები და წყალქვეშა კაბელები. ცენტრი ასევე დაგვეხმარება რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის მონიტორინგში". - თქვა კალასმა. ამასთან, კალასმა აღნიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონს ევროკავშირისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ევროპასა და ცენტრალურ აზიას აკავშირებს. მისი თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის. "ის მნიშვნელოვანია უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ენერგეტიკის კუთხით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ამ რეგიონის ქვეყნები აძლიერებენ თავიანთ კავშირებს ევროკავშირთან. არსებობს გეოპოლიტიკური ძვრების შეგრძნება. უკრაინა და მოლდოვა მიდიან ევროკავშირის წევრობისკენ. ასევე საქართველო, თუ ის ევროკავშირის გზას დაუბრუნდება. ასევე, თურქეთი, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის პარტნიორი და კანდიდატი ქვეყანაა. თუმცა, რეგიონის პოტენციალს ჩრდილს აყენებს რუსეთის ომი, საჰაერო სივრცის გახშირებული დარღვევები, თავდასხმები პორტებსა და საზღვაო მარშრუტებზე. ასევე, სამხედრო მობილურობა. ჩვენ ვთავაზობთ რეგიონული პორტების, რკინიგზის, გზებისა და აეროპორტების დამატებით განახლებას მძიმე სამხედრო აღჭურვილობის გასატარებლად. განახლება ხელს შეუწყობს იმის უზრუნველყოფას, რომ ჯარები იქ იყვნენ, სადაც საჭიროა და როცა საჭიროა. რეგიონში აღჭურვილობის უფრო სწრაფად მიწოდება აძლიერებს შეკავების ძალას და ასევე ეხმარება NATO-ს. გარდა ამისა, არსებობს ჰიბრიდული საფრთხეები. შავი ზღვის რეგიონი ჰიბრიდული მანიპულაციების მთავარი სამიზნეა. ევროკავშირის მიზანია თანამშრომლობის გაძლიერება კიბერშეტევების, დეზინფორმაციისა და სხვა მტრული ქმედებების წინააღმდეგ. ჩვენ ინვესტიციებს ჩავდებთ ხელოვნურ ინტელექტში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად, მედიაწიგნიერების ხელშესაწყობად და ფაქტების შემოწმების ქსელების გასაძლიერებლად". - თქვა კალასმა.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)