11:02 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-28 21:54:15, 1029 ნახვა

მსოფლიო
მარკო რუბიო - სავიზო შეზღუდვები დაწესდება უცხოელების მიმართ, ვინც ამერიკელებს ცენზურას უწესებს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ახალი სავიზო შეზღუდვები გამოაცხადა იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც [აშშ-ს კონსტიტუციით] "დაცული გამოხატვის თავისუფლების ცენზურაზე პასუხისმგებლები არიან".

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს ცენზურის წინააღმდეგ საკუთარ ქვეყანაში, შემაშფოთებელია ის შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის მთავრობები და მათი ოფიციალური პირები ამას გვერდს უვლიან. ზოგ შემთხვევაში, უცხოელი ოფიციალური პირები აშკარა ცენზურას იყენებენ ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების, აშშ-ს მოქალაქეებისა და რეზიდენტების წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის უფლება არ აქვთ". - წერია რუბიოს განცხადებაში.

ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი "მიუღებელს" უწოდებს აშშ-ს მოქალაქეებზე ან რეზიდენტებზე დაპატიმრების ორდერების გაცემას, იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე ეხება მათ მიერ აშშ-ს ტერიტორიაზე ყოფნის დროს ამერიკულ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტებს.

"ზუსტად ასევე მიუღებელია, როდესაც უცხოელი ოფიციალური პირები ამერიკული ტექნოლოგიური პლატფორმებისგან მოითხოვენ დანერგონ მოდერაციის წესები ან ჩაერთონ ცენზურის დაწესებაში, რაც სცდება მათ უფლებამოსილებას". - წერს რუბიო.

გამოცემა Reuters აღნიშნავს, რომ რუბიოს განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული კონკრეტულად რომელი ქვეყნები ან ოფიციალური პირები გახდებიან სავიზო შეზღუდვის სამიზნე, თუმცა, აღნიშნულია, რომ ზოგიერთმა უცხოელმა ოფიციალურმა პირმა "აშკარა ცენზურის ზომები მიიღო აშშ-ს ტექნოლოგიური კომპანიების, აშშ-ს მოქალაქეებისა და რეზიდენტების წინააღმდეგ, როდესაც მათ ამის უფლებამოსილება არ აქვთ".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics