|
2025-05-27 19:17:58, 572 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ლავროვი - საფრანგეთი რუსეთის წინააღმდეგ ომობს, უკრაინა მისი რაკეტებით რუსეთს ბომბავს
საფრანგეთი რუსეთის წინააღმდეგ ომობს, რადგან მის რაკეტებს უკრაინა რუსეთის ტერიტორიის დასაბომბად იყენებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეოს საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საფრანგეთის შორი მოქმედების რაკეტებს კიევის ნაცისტური რეჟიმი იყენებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ძირითადად სამოქალაქო სამიზნეებზე თავდასხმებისთვის. „დევიზი – თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა, მოიცავს ადამიანის უფლებებს, რომლებზეც საფრანგეთი ყველა კუთხე-კუნჭულში საუბრობს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში არსებულ ნებისმიერ სიტუაციაში, უკრაინის კონფლიქტის გარდა. საფრანგეთი არ საუბრობს იმაზე, რომ სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის გარდა, არსებობს ადამიანის უფლებებიც და უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა, სადაც რუსული ენა კანონით აკრძალულია მისი გამოყენების ყველა სფეროში. მსგავსი რამ მსოფლიოს არცერთ კუთხეში, არცერთ ქვეყანაში არ ხდება. მხოლოდ უკრაინაში“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)