|
2025-05-26 10:52:11, 954 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
საქართველოს პირველი რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 107 წელი გავიდა. 26 მაისი ეროვნული დღესასწაულია, რომელსაც მრავალი წელია, თიბისი გამორჩეულად აღნიშნავს. თიბისიმ, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, გასულ წლებში, ანიმაცია, რადიოსპექტაკლი, დამოუკიდებლობის სკოლა, გმირები და სხვა გამორჩეული პროექტი შექმნა. ბრენდი წელსაც აგრძელებს ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიციას და საზოგადოებას ახალი ვიდეო რგოლით ულოცავს ქვეყნისთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თარიღს. დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად განვლილი განვითარების გზა, არც თიბისისთვის ყოფილა მარტივი. თუმცა, გამოწვევების საპასუხოდ, ყოველ შემდეგ საფეხურზე გამარჯვებული და კიდევ უფრო ძლიერი აგრძელებს სვლას. ყოველთვის ასეთი იყო თიბისი ამ ისტორიაში - შეუპოვარი, დაუნებებელი, გამარჯვებებითა და თვითრწმენით გაძლიერებული. თვითონ გამბედავი, მუდმივად იდგა და დგას ასეთივე ადამიანების გვერდით - ვინც არ ერიდება სურვილებს, დიდი თუ პატარა მიზნების დასახვას; ვინც გაბედულ ნაბიჯებს დგამს წინ; ვისაც სჯერა, რომ გადამწყვეტი ისტორიები სწორედ მაშინ იწყება, როდესაც იჯერებ. დღეს ჩვენი დღეა ყველაზე ჯიუტი, ყველაზე თავნება და ყველაზე დამოუკიდებელი ხალხის დღე, რომლებიც საუკუნეებია ასე ჯიუტად ვამტკიცებთ, რომ შეუძლებელიც შეგვიძლია, მთავარია გვჯეროდეს!
გაეცანი საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებს მოსწავლეებისთვის - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
ბოკერია - რეჟიმს უნდა, გააგრძელოს საქართველოს უსაფრთხოების, მომავალი თაობის ხარჯზე გამდიდრება და ძალაუფლების შენარჩუნება საქართველოს მტრების ინტერესების სასარგებლოდ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, მათი საკითხი ნაციონალებისგან ცალკე საქმედ გამოიყოს
ოპოზიცია დასავლეთის ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)