|
2025-05-25 18:01:10, 1060 ნახვა
პოლიტიკა
ხვალ, 26 მაისს, საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება
ხვალ, 26 მაისს, საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ამ დღეს, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღიარების საწყისი ეტაპი იყო. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები თბილისში 10:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დაიწყება, სადაც ახალწვეულები ფიცს დადებენ. ამავე დროს, ორბელიანების მოედანზე მოეწყობა ღვინის სივრცე, სადაც მეღვინეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. სტუმრებს ასევე დახვდებათ სპორტული, კულინარიული და საბავშვო კუთხეები. 17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო, საზეიმოდ აღინიშნება. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს შეასრულებს 300 ბავშვი, რომელთა შორის იქნებიან საზღვარგარეთ მოქმედი ქართული სათვისტომო სკოლების მოსწავლეები. დღის ბოლოს, 19:00 საათზე, გაიმართება გალა კონცერტი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს 18 ქალაქში გაიმართება. პროევროპული აქცია საზოგადოებას 15:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე უმსაპინძლებს. დაგეგმილია ფილმის ჩვენება, სტუდენტური მარში. 19:00 საათზე კი, სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას სიტყვით მიმართავს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)