|
2016-03-17 10:26:41, 590 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერ-მინისტრმა კობა გვენეტაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატ კობა გვენეტაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემა ეროვნული ვალუტის კურსი და ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე არსებული პოზიტიური ტენდენციები იყო. პრემიერ–მინისტრმა კობა გვენეტაძეს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა გააცნო. ყურადღება გამახვილდა კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო სისტემის რეფორმის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების სტატეგია და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის საკითხები. ისაუბრეს სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე კობა გვენეტაძის კანდიდატურას საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ მხარი ერთხმად დაუჭირა. კანდიდატურა პრეზიდენტს უკვე წარედგინა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე–პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები არჩილ მესტვირიშვილი და ოთარ ნადარაია დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)