|
2025-05-22 18:20:49, 695 ნახვა
პოლიტიკა
ბადრი ჯაფარიძე - სასამართლო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ზურა ჯაფარიძის წინააღმდეგ უკანონოა
სასამართლო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ზურა ჯაფარიძის წინააღმდეგ, უკანონო პროცესია - ეს არის პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელება, სხვა შეფასება ამას ვერ ექნება ,- ამის შესახებ "ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტის საგამოძიებო კომისია როგორც კონსტიტუციის, ისე კანონის დარღვევითაა შექმნილი. "სასამართლო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ზურა ჯაფარიძის წინააღმდეგ უკანონო პროცესია. საგამოძიებო კომისია კონსტიტუციის 42-ე მუხლის დარღვევით და კანონის სრული იგნორირების საფუძველზე შექმნილი და უკანონო კომისიის, უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაზე არ მისვლის გამო ადამიანის გასამართლება არის პირდაპირ, კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა, ასე შეიძლება შეფასდეს დღევანდელი სასამართლო პროცესი. ეს არის პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელება, სხვა შეფასება ამას ვერ ექნება", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ზურა ჯაფარიძის სასამართლო პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)