|
2025-05-22 16:44:58, 1004 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - პირადად მე არ გადავიხდიდი ივანიშვილის ამ ხარკს
ე.წ. საგამოძიებო კომისია, სინამდვილეში ღალატის კომისია, გარდა იმისა, რომ მიზნად ისახავს საქართველოს უახლესი ისტორიის გადაწერას რუსული ვერსიით და 2008 წლის ომის საქართველოზე დაბრალებას, ასევე მიზნად ისახავს საზოგადოების დაშინებას და ოპონენტების განეიტრალებას, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, ზურა ჯაფარიძე ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, რადგან დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდა თაობაში. „ზურა ჯაფარიძე ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, ის დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდა თაობაში და ეს არიან სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე დიდი სიმამაცით იბრძვიან რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ისინი არიან საპროტესტო ძალის მთავარი მონაწილე და მთავარი აქტორი. წულუკიანის ღალატის კომისიის გამოყენებით ზურა ჯაფარიძის განეიტრალება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მიზანია ივანიშვილისთვის. ამიტომ, სამწუხაროდ, ვერ გამოვრიცხავ და ამას არც ზურა გამორიცხავს, რომ დღეს ე.წ. სასამართლომ და სინამდვილეში უსამართლობის ბასტიონად ქცეულმა ამ შენობამ, ზურა ჯაფარიძის წინააღმდეგ პატიმრობა გამოიყენოს, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ. მისი თქმით, გირაოს არ გადაიხდიდა, თუმცა ეს არის ადამიანის პერსონალური არჩევანის საკითხი. „ივანიშვილს განსხვავებული მიდგომები საშინლად აღიზიანებს და თავის პროპაგანდას გამოიყენებს ოპოზიციონერების დისკრედიტაციისთვის. სიმართლე კი ის არის, რომ ეს არის ძალიან პერსონალური არჩევანი, გადაიხდის თუ არა ადამიანი ამ უკანონო გირაოს. პირადად მე რომ დავდგე ამ არჩევანის წინაშე, არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიტყვი, ნამდვილად არ გადავიხდიდი ივანიშვილის ამ ხარკს. ვაფასებ ზურა ჯაფარიძის გამბედაობას, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ძალიან პირადი გადაწყვეტილება. ტყუილად ცდილობს ივანიშვილის პროპაგანდა, რომ ამ გზითაც მოახდინოს ოპოზიციის წევრების დისკრედიტაცია“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
FT-ის გამოკითხვა: ამერიკელების თითქმის 70% შეშფოთებულია ტრამპის ადმინისტრაციაში კორუფციით
ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი - ვინც მიცნობთ, ჩემს ბავშვებს აწყენინებს, იცოდეთ, იმ ქვეყნიდან მოვბრუნდები და დედებს მოგ**ნავთ ყველას
სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)