|
2025-05-22 12:15:36, 721 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ფავლენიშვილი - სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ზურაბ ჯაფარიძეს
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” სახელით სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ზურაბ ჯაფარიძეს, რომელიც არ წასულა არცერთ დათმობაზე რეჟიმთან ბრძოლაში და არის მაგალითი იმის, თუ როგორ უნდა იბრძოლო შეუპოვრად რეჟიმის წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ზურაბ ჯაფარიძე არის გაუტეხელობის მაგალითი. „რა თქმა უნდა, დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ყველამ იცის, რომ ზურაბ ჯაფარიძე არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პოლიტიკური ფიგურა ბოლო წლების მანძილზე. მე, ჩემი პარტიის სახელით ვუცხადებ სრულ სოლიდარობას ზურას და ბოლო წლების და თვეების მანძილზე, ის იყო მაგალითი გაუტეხელობის და იმის, თუ როგორ უნდა იბრძოლო შეუპოვრად რეჟიმის წინააღმდეგ. ის არ წასულა არცერთ დათმობაზე რეჟიმთან ბრძოლაში და მათ შორის მისი პოლიტიკური გმირობის აქტები არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, პატივისცემის და აღფრთოვანების საფუძველი. ამიტომ, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ზურას, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ივანიშვილის სასამართლომ.” - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა. თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული. სასამართლო, სავარაუდოდ, აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელებს. თავად ზურაბ ჯაფარიძე მის დაკავებას არ გამორიცხავს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)