04:49 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-20 12:54:01, 1084 ნახვა

საზოგადოება
ივანე ჩხაიძე - გრიპი, რომელიც გართულებით მიმდინარეობს, ბოლო კვირებში აღარ დაფიქსირებულა

გრიპი, რომელიც გართულებით მიმდინარეობს, ბოლო კვირებში აღარ დაფიქსირებულა, ის ჩანაცვლებულია რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნავს, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი იწვევს წვრილი ბრონქების სანათურის ანთებას, მისი დიამეტრის შემცირებას, რაც ვლინდება შეტევითი ხასიათის ხველით, სუნთქვის მკვეთრი გაძნელებით, ტემპერატურის მატებით, ასევე, ახასიათებს გახშირებული სუნთქვა, სუნთქვაში დამხმარე მუსკულატურის მონაწილეობასთან ერთად.

„ნაკლები გვქონდა მოლოდინი, რომ გრიპის ვირუსი მაისში იქნებოდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემები მიუთითებს, რომ 23% არის გრიპის ხვედრითი წილი ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში. ეს ეხება გრიპისმაგვარ დაავადებებს, რომელიც იმართებიან პირველადი ჯანდაცვის რგოლში. 23% საკმაოდ მაღალია. ეს 23 % განპირობებულია A ტიპის ვირუსით. B ტიპის ვირუსი არ დაფიქსირებულა.

მძიმედ მიმდინარე გრიპი, გრილი, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, საავადმყოფოში დაყოვნება, გართულებით მიმდინარეობს მეცხრამეტე კვირას აღარ ყოფილა, ის ჩანაცვლებულია რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით. ეს ვირუსია დომინანტური ახლა კლინიკებში. ბავშვები, რომლებიც ძირითადად არიან ჰოსპიტალიზებულები, ამ ვირუსით არიან ინფიცირებულები.

მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში კიდევ უფრო შემცირდება გრიპის ვირუსის ხვედრითი წილი. ივნისიდან-ოქტომბრის ჩათვლით, გრიპის ვირუსი არ უნდა ფიქსირდებოდეს. კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენა კიდევ იგრძნობა, შესაძლებელია, გრიპის სეზონის ცოტა გახანგრძლივება“, - აღნიშნავს ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics