01:02 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-14 20:11:11, 941 ნახვა

პოლიტიკა
ლუქსემბურგის საგარეო მინისტრი - გულწრფელად ვუთხარი ქართულ მხარეს; როდესაც გადავწყვიტეთ, რომ მათ ევროპული მომავალი უნდა ჰქონდეთ, მათ უკუმიმართულებით წასვლა გადაწყვიტეს

ძალიან გულწრფელად ვუთხარი ქართულ მხარეს, რომ ეს ჩემთვის ერთ-ერთი უდიდესი იმედგაცრუებაა, იმ დღეს, როდესაც გადავწყვიტეთ, რომ მათ ევროპული მომავალი უნდა ჰქონდეთ, მათ უკუმიმართულებით წასვლა გადაწყვიტეს ,- ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბეტელმა ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქართულ მხარესთან გულწრფელები უნდა იყვნენ და უთხრან, რომ არასწორი მიმართულებით თუ წავლენ - ევროპულ მომავალს უფრო დაშორდებიან.

“ძალიან გულწრფელად ვუთხარი ქართულ მხარეს, რომ ეს ჩემთვის ერთ-ერთი უდიდესი იმედგაცრუებაა, იმ დღეს, როდესაც გადავწყვიტეთ, რომ მათ ევროპული მომავალი უნდა ჰქონდეთ, მათ უკუმიმართულებით წასვლა გადაწყვიტეს. და ეს რთულია, ვინაიდან საქმე ეხება ჟურნალისტებს, ხალხს, უმცირესობებს - იმ ყველაფერს, რასაც თვეებია და წლები ამბობდნენ, რომ ევროპასთან დაახლოება სურთ.. და იმ დღეს, როდესაც ვთქვით, რომ “მოდით, თაფლობის თვე დავიწყოთ”, მათ გაყრის პროცედურა დაიწყეს. ასე რომ, ეს რთულია.

და მათთან გულწრფელები უნდა ვიყოთ და ვუთხრათ, რომ არასწორი მიმართულებით თუ წავლენ - ევროპულ მომავალს უფრო დაშორდებიან, ვიდრე ეს გასულ წელს იყო”, - განაცხადა ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბეტელმა საქართველოსთან დაკავშირებულ კითხვაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
FT-ის გამოკითხვა: ამერიკელების თითქმის 70% შეშფოთებულია ტრამპის ადმინისტრაციაში კორუფციით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics