20:56 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-14 20:00:20, 805 ნახვა

პოლიტიკა
„ენმ“ - ქართველი ხალხი თავისუფლებისთვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზეა, მოგიწოდებთ დაუღალავი ბრძოლისკენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვგმობთ მორიგ, პოლიტიკური დევნის კლასიკურ აქტს, მხარდაჭერას ვუცხადებთ ირაკლი ოქრუაშვილს და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაშია აღნიშნული.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ქართველი ხალხი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზეა.

„არალეგიტიმური ე.წ. პრემიერის გუშინდელი სამარცხვინო წერილის შემდეგ, რომელიც ცხადად აჩვენებს ივანიშვილის დაჯგუფების საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევას, „მეგობარი აქტით“ დაანონსებულ მკაცრ სანქციებს და ქართული საზოგადოების უწყვეტ ბრძოლას, რეჟიმმა რეპრესიების ახალი ტალღა დაუპირისპირა.

თეა წულუკიანის და კრიმინალთა, მოღალატეთა რეჟიმის მიერ ორგანიზებულ სამარცხვინო, რუსულ, ფსევდოსასამართლო პროცესში მონაწილეობაზე და რუსებთან თანამშრომლობაზე დემონსტრაციული უარის თქმის გამო, სანქცირებულმა მურუსიძის სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვგმობთ ამ მორიგ, პოლიტიკური დევნის კლასიკურ აქტს, მხარდაჭერას ვუცხადებთ ირაკლი ოქრუაშვილს და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას.

ჩვენთვის ცხადია, რომ საერთაშორისო ზეწოლის გარდაუვალ ზრდასთან ერთად, ივანიშვილის რუსული რეჟიმი მაქსიმალურად ეცდება მარწუხების მოჭერას და საზოგადოების დატერორებას, თუმცა მათი რესურსები იწურება, წინააღმდეგობაში ჩართული მოქალაქეების ნება კი ძლიერი და გაუტეხელია.

ქართველი ხალხი თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზეა.

მოგიწოდებთ სიმტკიცის, პრინციპულობის, ერთიანობისა და დაუღალავი ბრძოლისაკენ საქართველოს საბოლოო გათავისუფლებისათვის“, – აღნიშნულია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics