18:14 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-16 15:13:48, 446 ნახვა

პოლიტიკა
კარასინი: რუსეთთან სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმება ამ ეტაპზე შეუძლებელია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგორი კარასინმა რუსეთთან ვიზების გაუქმებაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, რუსეთთან სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმება ამ ეტაპზე შეუძლებელია.

როგორც კარასინმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, რუსეთთან სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმება უსაფრთხოების გამო არის შეუძლებელი.

„ჩვენ ამ ეტაპზე მრავალი მოსაზრებების, მათ შორის, უსაფრთხოების თვალსაზრისით ამის გაკეთება არ შეგვიძლია, მაგრამ ბოლო პერიოდში, როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საგრძნობლად გაფართოვდეს იმ ადამიანთა წრე, ვისაც შეეძლება საქართველოს მოქალაქეების რუსეთში მოწვევა. მომავალში კიდევ უფრო მეტ ვიზებს გავცემთ, თუმცა ახლა სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმებაზე საუბარი შეუძლებელია. ამისკენ ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები“, - განუცხადა ჟურნალისტებს კარასინმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს - ვიდეო
ფიგურული ციგურაობაში მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics