|
2025-05-09 21:18:09, 750 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ცეცხლაძე ხელისუფლებაზე - არ არის გამორიცხული, რევოლუცია მიიღონ
მოეშვან არაადეკვატური, სულელური კანონების მიღებას, თორემ არ არის გამორიცხული, რევოლუცია მიიღონ, არ მეშინია ამ სიტყვის თქმის, - ამის შესახებ მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულ ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ „ევროპის მოედანზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ზურაბ ცეცხლაძემ აღნიშნა, თუკი, ხელისუფლება ადამიანების დაკავებებს კვლავ დაიწყებს, ისინი „უმართავ პროცესებს მიიღებენ“. „დღეს თქვენს წინაშე, ამ ათობით ათასი ადამიანის წინაშე მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობით და ჩემი სახელით გამოვდივარ, რომ არალეგიტიმურ, თვითმარქვია, გაყალბებული არჩევნებით მოსულ საძულველ ხელისუფლებას რამდენიმე გზავნილი გავუგზავნო. პირველი, უნდა შევახსენო, რომ ევროპა ჩვენთვის უპირველეს ყოვლისა რუსეთისგან უსაფრთხოებაა, მეორე, ევროპა არის სინათლე, ხარისხიანი განათლება, ხარისხიანი ჯანდაცვა, კომფორტი, განვითარება. რუსეთი არის ჭაობი, სიბნელე, აქედან გამომდინარე, ქართველ ერს უკვე არჩევანი აქვს გაკეთებული და ჩვენ, ევროპის კართან მიკაკუნებული გვაქვს, ევროპის კანდიდატი ქვეყანა ვართ. ხელისუფლებამ იცოდეს, რომ არავინ დაუშვებს აქამდე მისული ქვეყანა მოწყვიტოს ევროპის კარს და რუსეთის კართან მიიყვანოს, არ დაუშვებს ამას ქართველი ერი, რაც არ უნდა სადამსჯელო კანონები მიიღოს, რაც არ უნდა, რეპრესიები განახორციელოს, ამას ვერასდროს ეღირსება, რადგან ჩვენს ქვეყანას ჰყავს ათიათასობით ადამიანი, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა და გაიზარდა. ვისაც საბჭოთა კავშირში გვიცხოვრია, ვიცით, რომ ეს არის უსაზიზღრესი დამპალი ჭაობი, სადაც არასდროს დაბრუნდება ჩვენი ქვეყანა. მე, მიმაჩნია, რომ ერთმანეთის მიმართ სამადლობელი არაფერი გვაქვს, თუმცა, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, იმისთვის, რასაც ჩვენი პატიმრებისთვის აკეთებთ, სოლიდარობისთვის დიდი მადლობა, მაგრამ სამშობლოსთვის ერთად რომ ვდგავართ, არავისთვის სამადლობელი არ გვაქვს. მინდა შევუთვალო ამ ხელისუფლებას, არ გაბედოს და არც ერთ რუსის ჯარისკაცს ფეხი არ დაადგმევინოს საქართველოში, რაც არ უნდა გაუჭირდეს, უმართავ პროცესებს მიიღებენ და თავიანთ თავზე ძალიან ცუდ რამეს იწვნევენ. მოეშვან არაადეკვატური, სულელური კანონების მიღებას, თორემ არ არის გამორიცხული, რევოლუცია მიიღონ, არ მეშინია ამ სიტყვის თქმის. უგუნური გადაწყვეტილებები თუ არ შეწყდება, არალეგიტიმური, თვითმარქვია ხელისუფლებისაგან, გამორიცხული არაფერი არ არის. ჩვენ, ევროპისკენ სვლას გავაგრძელებთ, ჩვენ მშვიდობის ყველა რესურსს გამოვიყენებთ, მაგრამ არ გაბედონ და აღარ მოკიდონ ხელი არავის, ციხეებში აღარ შეყარონ, თორემ ძალიან ცუდ პროცესებს მიიღებენ. არ გეგონოთ, ამას პატიმრების ოჯახების სახელით ვაკეთებდე, ჩემი, პერსონალური, ზურაბ ცეცხლაძის სახელით ვაკეთებ ამას“, - განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)