|
2025-05-09 17:09:34, 838 ნახვა
პოლიტიკა
შვედეთის ელჩი - ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას
ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და საზოგადოების მხარდაჭერას. ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხისა და ქართული სამოქალაქო საზოგადოების ძლიერ მხარდაჭერას, - ამის შესახებ შვედეთის ელჩმა საქართველოში, ანა ლიბერგმა განაცხადა. ელჩის თქმით, შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. მისი თქმით, შვედეთს ევროპული ბლოკის წევრობამ მეტი განვითარება და სტაბილურობა მოუტანა. „ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ წელს შვედეთი ასევე აღნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანების 30 წელს. ევროკავშირის წევრობამ შვედეთი გააძლიერა, ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა. ჩვენ ბევრი სარგებელი მივიღეთ ერთიანი ბაზრიდან და ადამიანების, საქონლისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილებიდან. ასე რომ, შვედეთისთვის ეს ნათელი და პოზიტიური განვითარებაა. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ ევროკავშირში, საერთო გამოწვევებს საერთო პასუხები სჭირდება. ჩვენ ერთად ნამდვილად ძლიერები ვართ“, - განაცხადა ანა ლინდბერგმა. რაც შეეხება ქართველი მაღალჩინოსნებისთვის დიპლომატიური პასპორტების გაუქმების საკითხს, ელჩის თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე შვედეთი ოფიციალური ბრიუსელის პოზიციას იზიარებს და გაერთიანების სხვა ქვეყნების მსგავსად დიპლომატიური პასპორტების გაუქმების ოფიციალური სტოკჰოლმიც გეგმავს. „შვედეთი საქართველოს დიდი ხნის პარტნიორია და როგორც დიდი ხნის პარტნიორი, ჩვენც შეშფოთებულები ვართ საქართველოში განვითარებული მოვლენებით, რომლებიც, სამწუხაროდ, არ შეესაბამება გაერთიანების ღირებულებებსა და პრინციპებს. ჩვენ ბრიუსელის აქტიური პარტნიორები ვართ საქართველოსთან დაკავშირებით. ეს არის ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის ვიზებთან დაკავშირებით და ეს არის გადაწყვეტილება, რომლის განხორციელებასაც ჩვენც ვაპირებთ. ვინაიდან ჩვენ ვიცავთ შიდა პროცედურებს, ამ პროცესის წინსვლისთვის, ჩემთვის შეუძლებელია კონკრეტული თარიღის თქმა. ეს არის შიდა პროცედურები, რომლებიც უნდა დასრულდეს, სანამ ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა. ევროკავშირის კარი საქართველოსთვის კვლავ ღიაა", - განაცხადა მან.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)