13:13 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-09 13:45:24, 691 ნახვა

პოლიტიკა
პეტერ ფიშერი განმარტავს, რატომ არ მიიწვიეს საქართველო ვარშავაში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე

მინდა ყველა ქართველ მეგობარს ბედნიერი ევროპის დღე ვუსურვო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო ევროპის ნაწილია. საქართველო უნდა შემოუერთდეს ევროკავშირს, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველასთვის ცნობილია, რა არის საჭირო გასაწევრიანებლად.

„ევროპა არის მეგობრობა და სოლიდარობა და ჩვენ გვსურს, დღეს ეს ვიზეიმოთ. ყველა იცის, რა უნდა გაკეთდეს გასაწევრიანებლად და იმედი მაქვს მომავალში გაკეთდება და ჩვენ ერთად ვიქნებით ერთ კავშირში“, - აღნიშნა ელჩმა.

კითხვაზე, რატომ არ იყო მიწვეული საქართველო ვარშავაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელიც გუშინ ვარშავაში გაიმართა და რომელზედაც მიწვეულები იყვნენ ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნები, ელჩმა უპასუხა :

„იმიტომ, რომ გასული წლის ივნისში ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ შეეჩერებინა საქართველოს მთავრობასთან მაღალი დონის კონტაქტები, სანამ ის არსებულ კრიზისს არ მოაგვარებს“.

მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო სწორ გზას დაუბრუნდება.

„იმედი მაქვს, საქართველო, როგორც ქვეყანა, ყველა თავის მოქალაქით, დაუბრუნდება სწორ გზას. იმედი გვაქვს, თუმცა ეს საქართველოზეა დამოკიდებული. და რა არის საქართველო? საქართველო არის ქართველი ხალხი და ევროკავშირში გაწევრიანებისას არა მხოლოდ მთავრობა წევრიანდება, არა მხოლოდ პარლამენტი წევრიანდება, არა მხოლოდ ბიზნეს სექტორი, არამედ ყველა. ასე რომ, გასაწევრიანებლად საჭიროა დიდი ეროვნული ძალისხმევა. ჩვენ შემოგთავაზეთ კანდიდატობა, საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია“, - აღნიშნა ელჩმა.

ცნობისთვის, ვარშავაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა, რომელზეც კანდიდატი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იყვნენ მიწვეულები. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო არ იყო მიწვეული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics