|
2025-05-08 17:10:11, 789 ნახვა
პოლიტიკა
ესტონეთმა საქართველოს დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო გააუქმა
ევროკავშირის გადაწყვეტილების შესაბამისად, ესტონეთმა დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას თქმით, ეს ნაბიჯი პასუხია ევროკავშირის მხრიდან, რომ ის ქართული ოცნების ნაბიჯებს არ ეთანხმება. "დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის ვიზის მოთხოვნის შემოღება კიდევ ერთი ნაბიჯია იმის საჩვენებლად, რომ საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის ევროკავშირი, არ ეთანხმება რიგითი ადამიანების, მომიტინგეების და ჟურნალისტების მიმართ რეპრესიებს, პოლიციის დაუსჯელობას და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებას საქართველოს მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მიერ", - განაცხადა ცაჰკნამ. მისივე თქმით, ევროკავშირში, ასევე, განიხილება ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა. ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა 2025 წლის 27 იანვარს შეაჩერა. ევროკავშირის განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება შეეხებათ საქართველოს ოფიციალური დელეგაციის წევრებს, რომლებიც მონაწილეობენ ოფიციალურ შეხვედრებსა და სხვა ღონისძიებებში, რომელიც იმართება ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ; საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს წევრებს; დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს. ჩვეულებრივი პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ძალაში რჩება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)