|
2025-05-08 15:36:03, 510 ნახვა
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია - სალომე ზურაბიშვილი გავიდა პენსიაზე და უბრალოდ, ერთობა როგორც შეუძლია
ჩვენ ახლა არ ვართ იმ მდგომარეობაში, სახალხო დღესასწაულებს ვაწყობდეთ, ბევრად უფრო რთულ და გამოწვევებით სავსე პერიოდში ვართ. ნაკლები ადამიანი მეგულება, ვისაც ზოგადად ეზეიმება. სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას რაც შეეხება, ეს კიდევ ერთხელ ემსახურება ოპოზიციისა და მათი ამომრჩევლის გატროლვას, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს აქამდეც ბევრი ინიციატივები ჰქონდა, მაგრამ არცერთი არ დამთავრებულა წარმატებით იმ ხალხისთვის, ვისაც ხელისუფლების ცვლილება უნდა. „მგონია, რომ ქალბატონი სალომე გავიდა პენსიაზე და, უბრალოდ, ერთობა, როგორც შეუძლია. ამას დავარქმევდი მის ამ ინიციატივას. ჩვენი მოქმედი მდგომარეობა, რაც ახლა გვაქვს, არავის მხრიდან არ იმსახურებს ჩაბარებას. ჩვენმა ჯარისკაცებმა არც მოქმედ და არც ყოფილ პრეზიდენტს არაფერი არ უნდა ჩააბარონ, არცერთს არ დაუმსახურებია თავისი შინაარსით, რომ ჯარი დგებოდეს და პატაკს იბარებდეს მთავარსარდალი, რომელსაც არაფრის უფლება არ გააჩნია ჯართან მიმართებით. არც მოქმედი პრეზიდენტია ასეთი, რომელსაც რამე უფლება აქვს, ის ფორმალურადაა მთავარსარდალი. ქალბატონი სალომეს მიერ რამის ჩაბარება ხომ საერთოდ ირონიული შეიძლება იყოს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)