|
2025-05-07 21:56:29, 1243 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - ერთიანობის შემთხვევაში უფრო ეფექტიანები ვიქნებით ეროვნული მიზნის მიღწევაში
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებს შორის ერთიანობის იდეის განუხორციელებლობის გამო ოპოზიცია და ქვეყანა ზიანდება. ამის შესახებ ბოკუჩავა ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ისაუბრა. მან თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილის ფორმატმა "ვერ გამოიყენა ის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც ჰქონდა, იმისთვის რომ ოპოზიციის სრული კონსოლიდაცია მომხდარიყო." წამყვანის კითხვას, "მოელიან თუ არა საერთაშორისო პარტნიორები მეტ ერთობას", ენმ-ს თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ეს მოლოდინი არსებობს. "ნამდვილად. ეს დასამალი არ არის და ნებისმიერი ოპოზიციური ლიდერი, რომელიც ამას თვალს არ გაუსწორებს ან არ აღიარებს საჯაროდ ეთერში, არ იქნება გულწრფელი. დასვით კითხვა და გულწრფელად გიპასუხეთ, ვალდებული ვარ, მე ამაზე აქცენტირებას შეგნებულად არ ვაკეთებ ხოლმე, იმიტომ რომ არ მინდა ჩემი საეთერო დრო ოპოზიციის კრიტიკისთვის გამოვიყენო, მაგრამ რეალობა ასეთია, რომ კონსოლიდაციის, ერთიანობის შემთხვევაში ჩვენ გაცილებით უფრო ეფექტიანები ვიქნებით იმ ჩვენი დიდი, საერთო ეროვნული მიზნის მიღწევაში, რომლისთვისაც ხალხი ქუჩაში დგას და უსამართლოდ სასჯელს იხდის."
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)