|
2025-05-06 12:00:54, 671 ნახვა
პოლიტიკა
პეტრე ცისკარიშვილი - ამერიკელმა მეგობრებმა „MEGOBARI აქტით“ გიორგობა მოგვილოცეს
ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა და კოლეგებმა ვაშინგტონიდან გიორგობის დღესასწაული მოგვილოცეს „MEGOBARI აქტით“ - რა თქმა უნდა, „ქოცებისა“ და ბიძინა ივანაშვილის პირობებში შეუძლებელია საქართველო დასავლეთ სამყაროს განუყოფელი ნაწილი და აშშ-ს მეგობარი იყოს, რადგან ამ ადამიანებს სხვა პრიორიტეტები და სხვა საგარეო ორიენტირები აქვთ,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა „MEGOBARI აქტთან“ დაკავშირებით განაცხადა. პეტრე ცისკარიშვილის შეფასებით, „MEGOBARI აქტი“ მიზნად საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარდაჭერას ისახავს - უსაფრთხოების, დემოკრატიისა განმტკიცების და ეკონომიკური კუთხით, რომ საქართველო წარმატებული, სწრაფად მზარდი და განვითარებული ქვეყანა იყოს, რომელიც რეგიონში აშშ-ის პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა იქნება. „მმართველი გუნდისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საქართველოს მომავალ პერსპექტივებს ძირს უთხრიან - აშშ-თან მეგობრობისა და პარტნიორობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიული ინსტიტუციების კუთხით - მათთვის სასიამოვნო აქტი ნამდვილად არ არის, რადგან სწორედ ამ ადამიანების სანქცირებაზეა საუბარი. გაწერილია - ვინ, როგორ და რა ფორმით უნდა დასანქცირდეს. „MEGOBARI აქტი“ იმიტომ არის მეგობარი, რომ ის კარგად და პოზიტიურადაა განწყობილი საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ. ჩვენი ბრძოლის, თავდადების და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მდგრადობისა და განმტკიცების მიმართ ისევე, როგორც საქართველოს უსაფრთხოების მედეგობის განმტკიცების კუთხით, აქტში ბევრი პუნქტია, რომლის მეშვეობითაც აშშ გვერდში დაუდგება და მხარს დაუჭერს საქართველოს, თუ საქართველო ამ არჩევანს გააკეთებს. რა თქმა უნდა „ქოცებისა“ და ბიძინა ივანაშვილის პირობებში შეუძლებელია საქართველო დასავლეთ სამყაროს განუყოფელი ნაწილი და აშშ-ის მეგობარი იყოს, რადგან ამ ადამიანებს სხვა პრიორიტეტები და სხვა საგარეო ორიენტირები აქვთ აღებული და არჩეული“,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)