|
2025-05-06 11:31:31, 702 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - „MEGOBARI აქტის“ გავლენა წლები იმოქმედებს მოძალადეებსა და თანამდებობის პირებზე
„MEGOBARI აქტის“ გავლენა წლები იმოქმედებს მოძალადეებზე, ჩინოვნიკებზე, ბიუროკრატებზე, თანამდებობის პირებზე, პროკურორებზე, მოსამართლეებზე სახელმწიფო ინსტუტუტების წარმომადგენლებზე,- ასე აფასებს „ერთიანობა ნაციონალუირ მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მხარდაჭერილ „MEGOBAR აქტს“ დეკანოიძის თქმით, „MEGOBARI აქტის“ გავლენას „ივანიშვილის ხელისუფლების დამფინანსებელი ბიზნესიც ვერ მოიშორებს“. „MEGOBARI აქტის“ გავლენა, ასევე, წლები იმოქმედებს იმ მოძალადეებზე, ჩინოვნიკებზე, ბიუროკრატებზე, თანამდებობის პირებზე, პროკურორებზე, მოსამართლეებზე სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლებზე, ვინც ამ ხელისუფლების პირობებში არა მხოლოდ დავალებებს აძლევდა, არამედ ასრულებდა. ივანიშვილის ხელისუფლების დამფინანსებელი ბიზნესიც ვერ მოიშორებს ამ გავლენას, ისევე როგორც, იანუკოვიჩის ხელისუფლებაზე აშშ-ს მიერ სპეციალურად გავრცელებული სენატორ პატრიკ ლიჰის აქტი. თუმცა, MEGOBARI გაცილებით ძლიერია. კიდევ ვერ ხვდებიან - რა სტიგმაა ივანიშვილის რუსული მორჩილების ქვეშ ყოფნა“, - წერს ხატია დეკანოიძე „ფეისბუქზე“. ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBAR აქტს“ მხარი დაუჭირა. კანონპროექტს, სახელწოდებით - „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“ (MEGOBARI) მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა 42-მა მისცა. ახლა კანონპროექტი აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)