16:24 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-05 17:44:33, 1025 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თეა წულუკიანს მოწმის სახით გამოკითხვას ითხოვენ

„ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის გამოკითხვას მოითხოვენ. შესაბამისი წერილი, წულუკიანის სახელზე, ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატებმა არალეგიტიმურ პარლამენტში უკვე შეიტანეს.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, თეა წულუკიანს ე.წ საგამოძიებო კომისიის საქმეზე იბარებენ, რის გამოც მათ მიმართ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ადვოკატების განცხადებით, თეა წულუკიანს და ე.წ. კომისიის წევრებს, სასამართლოსთვის განმარტების მიცემა მოუწევთ, ყველა იმ განცხადებასა თუ ქმედებაზე, რომელსაც ე.წ. საგამოძიებო კომისიის მუშაობისას ჰქონდა ადგილი.

თეა წულუკიანს პასუხისთვის 3 დღე აქვს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics