|
2025-05-05 16:50:17, 863 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - თუ ევროკავშირი დააყენებს „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციის საკითხს, ის შეძლებს ზეწოლა მოახდინოს რეჟიმზე
თუ ევროკავშირი შეინარჩუნებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს, საჯაროდ დააყენებს ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხს და პირობად დაასახელოს რეალურ დემოკრატიულ რეფორმებს, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და ახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, ის შეძლებს ზეწოლა მოახდინოს რეჟიმზე ისე, რომ არ დააზიანოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ Caucasus Watch-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მიუხედავად ანტიევროპული პროპაგანდისა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირთან ინტეგრაციას აღიქვამს როგორც ეროვნულ მისწრაფებას, რომელიც აერთიანებს საზოგადოების ყველა ფენას. „ქართული ოცნება“ ევროკავშირში ინტეგრაციას აღიქვამს როგორც საფრთხეს საკუთარი ძალაუფლებისთვის, რადგან ის მოითხოვს გამჭვირვალობას, ძალაუფლების განაწილებასა და ინკლუზიურ მმართველობას, მოთხოვნებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება სულ უფრო ავტორიტარული ელიტის ინტერესებს. „ქართული ოცნება“ სრულად ითვისებს ორბანის ანტიდემოკრატიულ მეთოდებსა და ნარატივებს, ხოლო პარალელურად ინარჩუნებს მხოლოდ ფორმალურ, ფასადურ ურთიერთობას დასავლეთთან, რათა საერთაშორისო ასპარეზზე კვლავ ევროპულ ძალად წარმოჩინდეს. ეს ორმაგი სტრატეგია შიდა და გარე აუდიტორიების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას ემსახურება“, - განაცხადა გახარიამ. მან ინტერვიუში, ასევე, ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან არ იკვეთება არანაირი რეალური ინტერესი უკრაინის ომის სამართლიანი დასრულების მიმართ. „მისი პოპულისტური რიტორიკა და შეთქმულების თეორიებით გაჯერებული ნარატივები სრულად ემთხვევა კრემლის დეზინფორმაციას, დასავლეთს აბრალებს რუსეთის აგრესიას და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს ადანაშაულებს იმაში, თითქოს ისინი თბილისზე ზეწოლას ახორციელებენ მეორე ფრონტის გასახსნელად. ერთგულება მოსკოვის მიმართ აზიანებს საქართველოს სუვერენიტეტს, აშორებს მას სტრატეგიულ მოკავშირეებს და საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს. მიუხედავად დემოკრატიული უკუსვლისა, რეჟიმი ინარჩუნებს წვდომას დასავლურ ბაზრებზე. ეს აძლიერებს ქვეყნის მიმზიდველობას ისეთი კაპიტალისთვის, რომელიც არ ექვემდებარება რეგულირებას. ეს ორმაგი სტრატეგია, ავტორიტარიზმი შიგნით და ღია ფინანსური არხები გარეთ, განამტკიცებს ძალაუფლების არსებულ კონსტრუქციას. საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ ჩემი ერთგულება არის ცალსახა და შეუქცევადი. მიუხედავად ანტიევროპული პროპაგანდისა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირთან ინტეგრაციას აღიქვამს როგორც ეროვნულ მისწრაფებას, რომელიც აერთიანებს საზოგადოების ყველა ფენას. თუ ევროკავშირი შეინარჩუნებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს, საჯაროდ დააყენებს ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხს და პირობად დაასახელოს რეალურ დემოკრატიულ რეფორმებს, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და ახალი, თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, ის შეძლებს ზეწოლა მოახდინოს რეჟიმზე ისე, რომ არ დააზიანოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა“, - განაცხადა გახარიამ.
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი განიცადა, ვუჩიჩმა სტუდენტებთან დამარცხება აღიარა
საქართველო ივანიშვილის გარეშე დიდი საპროტესტო აქცია თბილისში - ვიდეო
პრაღაში ათიათასობით ადამიანი საზოგადოებრივი მაუწყებლობის რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)